ერთხელ, სიბრალულით, სახლში წავიყვანე ბავშვიანი უსახლკარო გოგონა;
ვასვი, ვაჭამე, სუფთად დავაძინე;
როცა გამეღვიძა, გოგო არსად ჩანდა;
ვერცხლის საყურეებთან ერთად გამქრალიყო....................
* * *
ინგლისში მოძრაობა მარჯვენა მხრისაა, ანუ, დანარჩენი ქვეყნებისგან განსხვავებული;
პირველად ჩასული ადამიანი მაგრად იბნევა ამის გამო;
ისე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსი, ტროლეიბუსი) მკაცრი გრაფიკით მოძრაობს;
ყველა გაჩერებაზე დგას მოძრაობის განრიგიანი დაფები;
დაგვიანება ან ადრე მოსვლა გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა;
ანუ, უაზრო ლოდინში წუთიც არ გეკარგება!
ხშირად მგზავრობის საჭიროებისას იძენენ ერთთვია, სამთვიან, ერთწლიან ბილეთებს, რათა და, ფასში მოგებულები რჩებიან;
ბილეთის ჩვენება ან ყიდვა ხდება შესვლისთანავე;
მძღოლი ჯერ ყველა კარებს აღებს ჩამომსვლელებისთვის, მერე წინა კარის გარდა ყველა კარს კეტავს და ხდება ასვლა ერთადერთი ღია კარიდან;
ამით გამორიცხულია უბილეთოდ მგზავრობა;
თუ, მძღოლი დროში ვერ ეტევა და ჩქარობს, შესაძლოა გაჩერებაზე არც გააჩეროს, ამიტომ მგზავრობის მსურველმა მოახლოებული ავტობუსის მძღოლს ხელით უნდა ანიშნოს, გამიჩერეო;
თუ ტრანსპორტი გადატვირთულია, მძღოლს ნება აქვს არ გააჩეროს ჩამსვლელთა მოთხოვნამდე;