მეც
კანადაში გადავირიე რამდენიმე რამეზე:
1) ვინმეს ფეხზე თუ დააბიჯებ, აქეთ გიხდიან ბოდიშს
2) რომ ჩავედი, რამდენიმე დღე ცუდი ამინდი იყო და ყველა, ვისთანაც შეხვედრები მქონდა, ამაზე წუხილს გამოთქვამდა - we're sorry 'bout the weather)))
3) ქუჩაში რუკით ხელში თუ დადიხარ, პერიოდულად გამვლელები მოდიან და გეკითხებიან, რამით ხომ არ დაგეხმაროთო.
4) უზარმაზარი ქვეყანაა, შესაბამისად, ტრასებიც ძალიან ძალიან გრძელი. საოცარი ხარისხის გზის საფარი. და ყველაზე საკვირველი - ტრასის კიდეებზე, მთელი გზის გასწვრივ, გოფრირებული ბეტონის ზოლები. თურმე, რისთვის: დაღლილობისგან მძღოლს თუ ჩაეძინა და ბორბალი გზიდან გადაუცდა, მანქანაში საოცარი გრუხუნი ისმის და აღვიძებს)))
5) ოტავაში (დედაქალაქში) მოვდივარ და ვხედავ, გაზონზე მაჩვი დარბის. ვინერვიულე, მეთქი, მანქანამ არ გაიტანოს, ან ვინმემ არ დაიჭიროს უბედური და არ გაატყავოს-მეთქი. ვეუბნები პოლიციელს: ასე და ასე, ალბათ ზოოპარკიდან გამოიქცა-თქო....
გაეღიმა: არა, ესენი აქ ცხოვრობენო. ყველგან შეხვდებით - გაზონებზე, სკვერებში და პარკებში, კერძო სახლების ეზოებში. მაჩვებიც, კურდღლებიც, ციყვები, იხვები პატარა ჭუკებით, გარეუბნებში - მელიებიც...
საოცრება იყო. არავინ ერჩის, ყურადღებასაც არ აქცევენ...
ზოგადად მაგარი ქვეყანაა. ყველა გიღიმის, თავაზიანად გესაუბრებიან... თუმცა ქართველებისთვის არაკომფორტული ქვეყანაა: დანაპირების არშესრულება, და შეხვედრაზე დაგვიანება (თუნდაც 2 წუთით) პირად შეურაცხყოფად და საშინელ უზრდელობად ითვლება.