მე განცვიფრებას ვერ ვმალავ.
მე და ჩემი ქსელი: ვართ 7 მეზობელი (65 თუ 70 ლარიანი პაკეტი), მე კიდევ 2 კომპი მაქვს სახლში - ანუ სვიჩიდან გამომავალ ჩემს კაბელზე კიდევ ერთი სვიჩი მაქვს დასმული და ერთი კომპი ჩემს ოთახში, მეორე კომპი - საზოგადო და საოჯახო სარგებლობაში.
მას მერე, რაც ქსელში შვიდნი გავხდით (თავიდან 4 ვიყავით) და სახლში მეორე კომპი დამემატა, გადმოწერის და uplink-ის სტაბილური და მუდმივი სიჩქარე - დას ვფიცავარ - 900 - 850-ზე ქვევით არ ჩამოსულა (მაქსიმუმი სიჩქარე, რაც გადმოწერისას დადებული მაქვს FlashGet-ით და Download Master-ით - 1093), ერთადერთი, კავკაზუსში დავრეკე და აპლოუდი დავაწევინე 512-მდე. გაჭედვით ჭედავს-ხოლმე იმ გაგებით, რომ ხანდახან ზიქსელში შევყავარ და როგორც კი გადავტვირთავ-ხოლმე, გამოსწორდება. ასე რომ, ამ ნაწილში კავკაზუსთან პრეტენზიები არ მაქვს. ოპერატორების საკითხი თუ მოაგვარეს, თუ იცით? ადრე რო 24 საათი უნდა გერეკა და იტო ან გიპასუხებდნენ, ან არა (ერთხელ დავრეკე და რიგში ხართ 38-ეო, მეუბნება...)
ერთადერთი რაზეც სერიოზულად დავცხე კავკაზუსში - ფოსტის შენობაში, მეორე სართულზე ტიპს, იყო როუტერის გამოცვლის საკითხი. ვეუბნები: პორტების დასმა მინდა და ფრანგული მენიუ როა, მიჭირს და გამომიცვალეთმეთქი. არაო, როუტერში არ უნდა შეხვიდე და არ გამოგიცვლიო - და რაც ყველაზე მაგარია - თუ შედიხარ ფრანგულად და გიჭირს, ეგრე შედიო. რატო-მეთქი? აკრძალულიაო. ხელშეკრულებაში რო არ წერია-მეთქი? არც ის წერია, რო უნდა შეხვიდეო, მაბოლებს თავის ჩამბალი ჭკუით. ეგ იგულისხმება-მეთქი, ვეუბნები. სადო? - მეცა ეგრევე. იქ, სადაც "შესვლა არ შეიძლება" არ წერიამეთქი და თუ აკრძალულია, ფრანგულ მენიუში შესვლა აღარაა აკრძალულიმეთქი? მაგარი მივაწექი. მერე ვეუბნები, შენი უფროსი სადაა-მეთქი. და პასუხი - ჩემი თავის უფროსი მე ვარო - რაღაც ტექ. თუ მატ. ნაწილის მენეჯერიო - შენს დონეზე დავამთავრე, შენი უფროსი მინდამეთქი. ბოლოს, რო ნახა, რო ვაწვებოდი და სიტყვაში წააგო და ეგრე წამომსვლელი არ ვიყავი (დილამდე აქ იყავი და სხვა როუტერს არ გაგატანო - მეუბნება. მე კიდე, ბაზარი არაა, აქ ვიჯდები და გელაპარაკები-მეთქი), ადგა და გამომიცვალა. მეორე სართულზე იჯდა, ცოტა სქელი როჟა, მაგარი უზრდელი კი იყო.
ეგეთ თანამშრომლებს - ვისაც კლიენტთან უწევს ურთიერთობა - კი უნდა სერიოზულად მიხედოს კავკაზუსმა. არ შეიძლება ასეთი უზრდელი ახალგაზრდა კაცი იღებდეს და ემსახურებოდეს კლიენტებს.
მერე, ქვევით რო ჩამოვდიოდი იმ დახვეულ კიბეზე, ხნიერი კაცი იდგა და ოპერატორ გოგოებს ეუბნებოდა - რაღაცაზე პასუხობდა: ეგ ტექნიკოსები გეპეიში სწავლობდნენ და ჩემს ლექციაზე შემოსული არც ერთი არ მახსოვსო . . .
მე რა - თავისი არ გავატანინე და როუტერი კი წამოვიღე და ვხმარობ მამაპაპურად

.
This post has been edited by Zarathustra on 26 Jul 2007, 23:11