აუ რამხელა პოსტი დამეკარგა

რა დაწერს იმას თავიდან ...
* * *
თავიდან დავწერ ოღონდ იგივეს ვეღარ გავიმეორებ
დაჩიანუ არ ყოფილხართ თქვენ ბოლო არჩევნებზე.
ხოდა მე ვამბობ მაგას რომ ეგ გამოსავალი არაა.
არჩევნებზე არწასვლა არაკეთილსინდისერი ხელისუფლებისათვის სასათბურე პირობების შექმნის ტოლფასია.
რაც მეტი ხალხი არ წავა არჩევნებზე, მით უფრო მეტად გაუადვილდება მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბება.
მოდით ასე ვთქვათ, საქართველოში თუ ცხოვრობ, ესე იგი აქ მუშაობ და შემოსავალიც გაქვს რამე, ესე იგი გადასახადებსაც იხდი, მაგრა აბსურდულად ჟღერს დღეს დათა თუთაშხიას სიტყვები - არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში, გინდა დუხაბორების სოფელში იყავი, სახელმწიფო მაინც ერევა შენს საქმეებში და შენ ვერასოდეს ვერ იქნები პასიურ როლში. შენი უმოქმედობაც გარკვეულ შედეგს იღებს, ეს შედეგი არის გაყალბებული არჩევნები, ესე იგი თავად ხარ გაყალბების ხელისშემწყობი.
ვინმე იყტვის, მაინც გააყალბებენო, მე კი ვუპასუხებ - ნუ ჭამ საჭმელს, მაინც მოგშივდება.
რაც მეტად იაქტიურებს საზოგადოება მით უფრო გაუჭირდება ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება.
რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას ბოლო არჩევნებში - პრეზიდენტის არჩევნებზე ხმა არ მივეცი სააკაშვილს (აღარც მახსოვს ვინ გადავხაზე), რატომ?
განა იმიტომ რომ მისი გამარჯვება არ მინდოდა, არა, იმიტომ რომ 99% არ მინდოდა, რომ გაიმარჯვებდა, ეს ისედაც ცხადი იყო.
პოკერი ხომ გითამაშიათ - თუ არ მოგწონს ბანქო, შეგიძლია გამოცვალო, მართალია გამოცვლის შემდეგ შეიძლება მოგივიდეს უარესი ბანქო მარა მაგის შიშით საერთოდ აღარ უნდა ითამაშო მაშინ.
საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება რათა მოხდეს მმართველი სისტემის წინსვლა, რაღა ხელისუფლებაში ჯანსაღ პროცესებს შეეწყოს ხელი, ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს ხელისუფლებაში ჯანსაღი ადამიანების მოსვლას.
დღეს კიდე ვზივართ და ვუწუნებთ - აბა ვიიინ? აბა ამაზე უკეთესი არავინაა, დედააა, დედააა მინდააა
ვიჯდეთ და ვიტიროთ ასე და ზეცა გამოგვიგზავნის თეთრ რაშზე ამხედრებულ წმინდა გიორგის.
მარა უნდა ვიცოდეთ რომ თუ ქვეყანაში თავად ჩვენ საზოგადოებამ არ გავაჯანსაღეთ პოლიტიკური პროცესები, ზეციდან მოვლენილი წმინდა გიორგიც კი მალე ისეთ ტალახში ამოისვრება რომ ვეღარც ვიცნობთ.
* * *
ხ ო რ ხ ერაღაც აითვალწუნე შენ ეს თემა, ჯერ სათაური არ ვარგაო, ახლა განყოფილებაც შეცდომით ამირჩევია.
პროგორც პიროვნებას პატივს გცემ მარა როგორც მოდერი - ვერ ართმევ თავს მოვალეობას, რატომ? იმიტომ რომ ალბათ საკმარისი დრო არ გაქვს რომ მეტი ყურადღებით გადაიკითხო თემა, მაშინ ვეცდები მოკლე ანოტაცია გავაკეთო
თემა ეხება საზოგადოების პოლიტიკურ მდგომარეობას და განწყობებს, მის პოლიტიკურ გათვითცნობიერებას, უაკანსკნელი რამდენიმე ხელისუფლების ჩიხურ მდგომარეობას და მის გამომწვევ მიზეზებს, ამ ჩუხური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს.
ძალიან ვრცელი თემაა მარა ნებისმიერ შემთხვევაში თემა სრულიად პოლიტიკურია .
პირველივე პოსტში გამოსავალის ძებნისას დავწერე რომ ლაპარაკი მქონდა არჩევნებზე.
მაშ რატომ ჯენერალში?
აბიდნა ნუ
* * *
ხო, ან ეს თემა მიაბით იმას ან ის ამას
http://forum.ge/?showtopic=33754611