უჩინარიფარსმანიმართალ ხართ, ვაჟებო!
შავლეგ (ქართული) " შავი ", " შავგრემანი " (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ უჩა, შიო). ვარიანტული ფორმაა შავლეგო.
შალვა (ქართული) ეტიმოლოგია დაუდგენიელია, შესაძლბელია შავლეგ-ის ვარიანტს წარმოადგენს. როგორც ალექსი ჭინჭარაულმა აღნიშნა, ამის დამადასტურებელია ერთი და იმავე გმირის ხსენება ორივე სახელით ქართულ ხალხურ პოეზიაში: " დედას კაცი მოუვიდა: " შენ შავლეგი მოგიკლესა "... შალვას დედა მოტიროდა, მოიშლიდა გიშრის თმასა " (ქხპ, XI, 17). შალვა-ს ადრინდელი ფორმა შაველა→შავლა შემონახულია გვარებში: შავლაძე, შავლიძე, შაველაშვილი, შავლიაშვილი.
შალვა თორელთა საგვარეულო სახელი იყო. ცნობილია თამარ მეფის დროინდელი გამოჩენილი მეომარი და სარდალი
შალვა თორელი (ახალციხელი). შალვა ერქვა აგრეთვე ბევრ სხვა ისტორიულ პოროვნებას, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია XVII ს-ში სპარსელთა წინააღმდეგ აჯანყების ერთ-ერთი მეთაური
შალვა ქსნის ერისთავი, რომელიც თავის შვილ ელიზბართან და ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად მოწამებრივი სიკვდილით მოკლეს 1661 წელს. ისინი ქართულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა. შალვას მოფერებითი ფორმებია: შალიკა, შალიკო, შალუტა. ამათგან ნაწარმოები გვარებია (ზემოხსენებულთა გარდა): შალვაძე, შალვაშვილი, შალიკაშვილი, შალიკავა, შალიკაძე, შალიკიანი, შალუტაშვილი.
ეს რა კარგი სახელი გქვიებია, შემოგევლე!
მერაბ კოსტავას შეარქვა ქართველმა ერმა შავლეგო...
შალვა შავლეგოსიშალვა იყო ვაჟკაცი, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
ქამარ-ხანჯლით შეჭედილი, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო...
შალვას ჰყვანდა კარგი ცხენი, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
კოჭ-მაღალი, გავასქელი, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
შალვა ცხენს მოაგოგებდა, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
ვიწროსა და ავს ალაგსა, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
შალვას ცხენი წამოექცა, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო...
ვიწროსა და ავს ალაგსა, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
თავსა თურქი წამოადგა, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
ვიწროსა და ავს ალაგსა, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
- დამკარ თურქო, რასა ჰშიშობ, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო...
თუ გული გაქვს მამაცისა, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
დაჰკრა თურქმა, დასჭრა შალვა, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
თეძოსა და ავს ალაგსა, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
დედას კაცი მოუვიდა, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
- შენი შალვა მოგიკლესა, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
შალვას დედა მოტიროდა, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
მოიშლიდა გიშრის თმასა, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
- ჩემსა შალვას რა მოჰკლავდა, შავლეგო,
თუ არა ბედის წერაო, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
ას-ორასი მაგისთანა, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
ხორასნიდან ტყვე მოჰყვანდა, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
არცა თოფი, არცა ხმალი, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
სულ მათრახით გადმოჰყავდა, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
შალვავ, შენი ყაწიმები, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
გულხადარაზე ვნახეო, შავლეგო,
შავლეგ, შენი თეთრი ჩოხა, შავლეგო
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო,
შავად შეგიხამებია, შავლეგო,
შავ-შავლეგო, ლეგო, ლეგო, შავლეგო...
ხალხური
გიორგი ლეონიძეშავლეგოშავლეგ, შენი ყაწიმი,
დედის ცრემლის ნაწვიმი,
ისევ მზეზე პრიალებს...
შენი ბასრი მახვილი
და ლომური სახელი
გულს კვლავ გვილამპრიანებს!
შენი სისხლი ვაჟური,
სამშობლოსთვის ნაჟური,
კვლავ ჩვენში ჩქეფს ქართულად,
შენი მკლავი მედგარი,
ომში დაუდეგარი,
მტერზე კვლავ შემართულა! -
რომ არავინ წაგვლეკოს...
შავლეგ, ბიჭო შავლეგო,
შე შავლეგო,
შავლეგო...
1926