მომავალში ვიყავი და ისტორიის წიგნიდან გიწერთ რაღაცეებს:
2010 დაიწყო მესამე მსოფლიო ომი, ჩინელებმა აიღეს სომხეთი და შემოდიან საქართველოში.
2011 მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად ჩინელები შემოვიდნენ საქართველოში და აიღეს თბილისი
2014 წელს ჩინეთმა აიღო გლდანი. გლდანელებს გაუტყდათ და დაიწყეს განმათავისუფლებელი მოძრაობა.
2014 წლის ბოლოს გლდანმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაიწყო შეტევაზე გადასვლა.
2014 წლის დეკემბერში ჩინეთი იხევს უკან და აღიარებს ერთიანი გლდანის დამოუკიდებლობას. და შემდგომ უბრუნებს საქართველოს მთლიანად.
ნუ მერე ომი მთავრდება და რამე.
2015 წელს შალვა ნათელაშვილი მოხვდება როგორც იქნა პარლამენტში დამსუფთავებლად.
2020 წელს დედამიწას ეჯახება კომეტა და ჩინელები გაწყდებიან.
2021 წლის 21 აგვისტოს ევგენა მოკლავს ჯონდოს ბიჭს.
2030 წელს საქართველოს პრეზიდენტია ჯიმშერ ამბარცუხაშვილი
2036 წელს საქართველო ომს უცხადებს თურქეთს და იბრუნებს ისტორიულ ტერიტორიებს
2037 წელს ვიბრუნებთ ჩრდილოეთ სამაჩაბლოს, ჯიქეთს და ტუაპსეს.
მოკლედ მაგ პერიოდია რა რუსეთს რომ ედება რა...
2040 წელს გამოიგონებენ მფრინავ მანქანას.
2041 წელს ადამიანები ვილებს ყიდულობენ მარსზე.
2047 წელს მარსი აცხადებს დამოუკიდებლობას და გამოეყოფა დედამიწას.
მერე გაგულიანდებიან ოსები და ისევ დამოუკიდებლობას აცხადებენ. მაგრამ სამყარო არ აღიარებს

2050 წელს მოვკვდები და დამმარხავენ.
მერე რა მოხდება არ მაინტერესებს

ხო მერე ჯოჯოხეთში მოვხვდები და მოვითხოვ ავტონომიას. დიდი ჯახირის შემდეგ ლუციფერი მომცემს ავტონომიას...
მერე დავიწყებ ომს ლუციფერის წინააღმდეგ და ბერიკას ავტონომიას მივუერთებ სამოთხეს..
ამ პერიოდში ერთიანი სამყარო უფრო განვითარებული გახდება და მოინდომებენ ჯოჯოხეთის საქმეებში ჩარევას.
2066 წელს დაახლოებით გაუქმდება საიქიო ცხოვრება და სამოთხე გახდება ფასიანი. 1 წუთი 20 ლარი
მერე რაღაც არეულობები და ბოლოს სადღაც 2075 წელს მსოფლიო მიხვდება რომ ომი ცუდია და გამოიგონებენ ანტიომინს. ნუ ომები აღარ იქნება და დაიწყება მასიური შერიგება. აფხაზეთის ავტონომია უქმდება

...
არ კმარააააა?
This post has been edited by ბერიკა on 22 Jul 2007, 16:06