ლუციდური სიზმრის დონეები არ არსებობს. როცა აანალიზებ, რომ სიზმარში ხარ, ეს უკვე ლუციდური სიზმარია.
However, არსებობს სიზმრის კონტროლის დონეები. შემიძლია ვთქვა, რომ სიზმარს საკმაოდ კარგად ვაკონტროლებ.
შეგრძნებები რეალობის იდენტურია.
საერთოდ, ლუციდში შესასვლელად არსებობს ორი გზა (პრაქტიკას არ ვგულისხმობ. პრაქტიკები ამ გზებზეა "დაშენებული"):
1) WILD (Wake Induced Lucid Dreams)
2) DILD (Dream Induced Lucid Dreams)
პირველ შემთხვევაში, ლუციდში შედიხარ "ფხიზელი". ანუ ტვინი არ იძინებს. ფაზები დაახლოებით ასეთია:
ერთ ადგილზე წოლა (მომენტებში განძრევა შეიძლება) -> Sleep Paralysis -> ჰიპნაგოგიური ილუზია, ფრენის შეგრძნება, სინათლე -> Lucid Dream.
მეორე შემთხვევაში, დრიმერი ხვდება, რომ სიზმარშია. ეს შეიძლება მოხდეს რეალითი ჩეკის დახმარებით, ან რაიმე არა-რეალურის დანახვით. ჩემი საყვარელი რეალითი ჩეკია ხელებზე დახედვა და თითების დათვლა. სიზმარში თითებს ან ვერ დაითვლი, ან კიდე არასწორი რაოდენობით იქნება.
ზოგადად სხვა რეალითი ჩეკები, რომლებიც გამომიცდია:
1) სარკეში ჩახედვა - ანარეკლი ბუნდოვანი იქნება
2) საათზე დახედვა რამდენჯერმე - დროები ერთმანეთს არ დაემთხვევა
3) კედელზე მიყუდება - კედელი გადატრიალდება
4) Double Jump - გაფრინდები

5) თვალების დახუჭვა - სიზმრის დროს დიდი შანსია, რომ მაინც დაინახავ (შეიძლება გაგეღვიძოს)
6) ცხვირზე და პირზე ხელის აფარება და სუნთქვა - სიზმარში გამოგივა
7) რაიმე ნივთში ხელის "შეყოფა" - სიზმარში შეიძლება გამოგივიდეს
8) ცადე რამის წაკითხვა - სიზმარში არაფერი არაა სტატიკური, ყველაფერი დინამიკურია. ამიტომ ვერაფერსაც ვერ წაიკითხავ.
9) ა.შ..

გამომიცდია როგორც DILD ასევე WILD. ორივეს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები.
ლუციდში ერთ-ერთი ძნელი რაღაცა მისი შენარჩუნებაა. ანუ რაღაცა დროის განმავლობაში, ქვეცნობიერი "ხელში ჩაიგდებს სიზმრის სათავეებს" და შენ უბრალოდ "დაგავიწყდება", რომ გძინავს. ამისთვის თავიდან ასაცილებლად, ცნობიერი ტვინი უნდა "ამუშაო" რაც შეიძლება მეტი. მაგალითად ადვილი მაგალითები ამოხსნა გონებაში, ან უბრალოდ რამეზე მოახდინო კონცენტრაცია და იფიქრო. თუ ცნობიერი ტვინი ისევ მუშაობს, მაგრამ ლუციდს მაინც კარგავ, ესეიგი გეღვიძება. ყველას თავისი ხერხები აქვს. მე მაგალითად, თუ ვგრძნობ, რომ ლუციდს ვეღაც დავიბრუნებ, ადგილზე ტრიალს ვიწყებ (Dream Spin), ვიღვიძებ და სიზმარში უკან WILD-ით შევდივარ (ამ ტექნიკას DEILD ქვია). თუ ვგრძნობ, რომ შეიძლება ლუციდი ისევ დავიბრუნო, ვცდლობ, რომ სიზმრის ტანი (Dream Body) ვიგრძნო და რამე გავაკეთო (მაგალითად ერთ ადგილზე რიგ-რიგობით ფეხების ბაკუნი).
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტექნიკაა, MILD (Mnemonic Induction of Lucid Dreams). ეს არის ტექნიკა, რომელიც მიზნად ისახავს DILD-ების მომრავლებას. ის მოიცავს, სიზმრის ჟურნალის ქონას, სადაც სიზმრებს ჩაიწერ, ყოველდღიურად რეალითი ჩეკების კეთებას (პრივიჩკა რო გახდეს ანუ და სიზმარშიც გააკეთო) და სხვა მცირე კომპონენტებს. სიზმრების ჩაწერის მთავარი მიზანია, Dream Recall გაიუმჯობესო. ანუ უკეთესად დაიმახსოვრო სიზმრები. მე მაგალითად, თუ საკმარისად მეძინა, ყოველ დილით ერთიდან სამ სიზმრამდე შემიძლია გავიხსენო.
ლუციდური სიზმარში შეგიძლია ქვეცნობიერს დაეკონტაკტო. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი რაღაცაა. მაგალითად, შეგიძლია დაიყვირო: "მაჩვენე რაღაც გასაოცარი" და უცებ ისე რამ დაინახო, რაც გაგაოცებს. შეიძლება ქვეცნობიერმა არ გიპასუხოს. მეც მქონია რამდენჯერმე შემთხვევა, როცა ქვეცნობიერს არ უპასუხია და მე საკმაოდ გავბრაზებულვარ. ძირითადში მაინც გიპასუხებს.
ერთ-ერთი საინტერესო ფენომენია Dream Character, ანუ სიზმრის პერსონაჟი. მასთან საუბრისას, ფაქტიურად შენს "შინაგან" მხარეს ესაუბრები.
სხვა რავი, რა გითხრა. ნებისმიერი რამის გაკეთებას შეძლებ. იფრენ, გამოიყენებ რაიმე სუპერ-ძალას და უბრალოდ გაერთობი.
დასასვენებლად რომ ვიყავი, საქმე არაფერი მქონდა და გადავწყვიტე სიზმრები ჩამეწერა. ზაფხულში ასე 60 ლუციდამდე მოვაგროვე (ზუსტად არ მახსოვს რიცხვი). თითქმის ყოველდღე ვაკეთებდი ამას. რაც სწავლა დაიწყო, 3-5 საათი ძლივს მძინავს და არა-ლუციდური სიზმრებიც არ მესიზმრება.
P.S: ამ პოსტში შეგნებულად არ შევეხე OBE-ს (Out of body experience). თუ გაინტერესებთ მაგაზეც დავწერ ჩემი გამოცდილებიდან ცოტას.