ეგ არ ვიცი, ზუსტად ამაზე ამბობთ თუ არა, მაგრამ გაღვიზებისკენ რომ მიდიხარ, ხშირად არის რომ აცნობიერებ, რომ ეს სიზმარია და რასაც გინდა იმას "დაისიზმრებ"
კიდევ ყოფილა შემთხვევები რომ სიზმარში ფრანგულად და ჩინურად მილაპარაკია... არადა არცერთის გაგებაში არა ვარ... ნუ კაი ფრანგულად რაღაც სიტყვები ვიცი მაგრამ ჩინურად? არადა დარწმუნებული ვარ რომ სწორედ ვლაპარაკობდი და არ ვამახინჯებდი... შეიძლება რაც მეგონა რომ ვლაპარაკობდი იმას არ ვლაპარაობდი, თუმცა იმ სიზმარში იმ მომენტში მე ჩინური ვიცოდი...
ამას ძალიან ამრტივი მეცნიერული ახსნა აქვს და არაფერი ზე-ბუნებრივი ამაში არ არის... ინფორმაციის ერთი ნაწილი, რომელიც ადამიანს არ ჭირდება, მაგრამ გარემოსთან ურთიერთობისას მაინც იღებს, ქვეცნობიერში ილექება. სიზმარში კი სწორედ ქვეცნობიერიდან ხდება გარკვეული "ფაილების" ამოტივტივება... ანუ შეიძლება შენ ცნობიერად რაღაც მოვლენას შეესწრო, არ გახსოვდეს, მაგრამ შენ ქვეცნობიერს ის ყოველთვის ახსოვს და შეიძლება სიზმარში მოგაწოდოს...
რა თქმა უნდა მე მოსმენილი მაქვს ჩინური ლაპარაკი, ფილმებიდან და ა.შ. და თუმცა კი ცნობიერად ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ ქვეცნობიერში დარჩა... სიზმარში ეს ამოტივტივდა და მივირეთ ის რომ მე გამართული ჩინურით ვლაპარაკობდი...
რა თქმა უნდა ახლა სიტყვაც აღარ მახსოვს, სიფხიზლეში