ჰეჰე. ამწამს "დავბრუნდი" და პირველად მომინდა დამეპოსტა თან კარგია ეგრევე ჩაწერა. უფრო კარგად გამახსოვრდება.
დღეს ყველა წავიდა (გრიპი მქონდა და დამტოვეს) სახლში მარტო დავრჩი და მეთქი უნდა დავისვენო და დასაძინებლად მოვემზადე. წესით ჩემები საღამომდე არ უნდა ჩამოვიდნენ. ჰოოოდა მძინავს და მესმის რომ ჩამოდიან ჩემებიც და კიდევ სხვა ნათესავებიც მოვიდნენ და ცდილობენ გამაღვიძნონ. "გავიღვიძე" (ბრჭყალებში იმიტომ რომ ეხლა არ ვარ დარწმუნებული ნამდვილად იყო თუ სიზამრში) აშკარად არავინაა სახლში. ისევ შევიბრუნე, ისევ მოვიდნენ მაღვიძებენ. მეთქი რაც არის არის მაინც არ გავიღვიძებ !
უცებ ჩამობნელდა, საშინელი ხმაური და ყურებში... თითქოს სადღაც მივფრინავდი დიდი სისწრაფით. ხმები.... ისეთი შეგრძნება თითქოს კბილები ძალიან მაგრად მაქვს ერთამნეთზე დაჭერილი ან მიკაწკაწებს. შევეცადე პირის გაღება, ვიგრძენი რომ გავხსენი მაგრამ დაძაბულობა მაინც ისევ ისე დარჩა. პატარა პანიკის გრძნობაც დამეუფლა. უცებ...
სადღაც გარეუბანში (თუ სწორედ მახსოვს) მოსკოვში აღმოვჩნდი (რატომ და რა მიზნით არ ვიცი). ჯერ ვერაფერს ვაკონტროლებდი. ჩვეულებრივ ქუჩაში მივდიოდი, ავტობუსის გაჩერებაზე რამოდენიმე სახე დამამახსოვრდა, მოკლედ სასტუმროში (სასტუმროს წინ სახლს აშენებდენ) შევედი და ისევ შევეცადე დამეძინა.
ისევ ზუზუნი თუ გუგუნი ყურებში, ისევ სიბნელე.
და აი აქ:
ცალი თვალი გავახილე. მეორე აშკარად ვგრძნობ რომ დახურული მაქვს. თითქოს ცალი თვალით სხვა რეალობას ვუმზერ. აქ მოვიდა აზრი რომ უკვე შემიძლია ვაკონტროლო ყველაფერი და რაც მინდა ის ვქნა. ასე ცალთვალა ავდექი და სასტუმროს ჰოლში გამოვედი. პირველი რაც ვქენი კედლის შემოწმება დავიწყე. აშკარად შეგრძნება იყო რეალური და შეხებას როგორ რეალურს ისე აღვიქვამდი. მივარდი შუქის ჩასართველს. აბა მეთქი სინათლეს თუ ავანთებ. ავანთე ჩავაქრე (ჰოლში ბნელოდა). ჰოლის კუთხიდან ვიღაცამ გამოყო თავი და საეჭვოდ მიათვალიერა იქაობა, ეტყობა გაუკვირდა. გავედი გვერდით ოთახში 2 ქალი სარკის წინ ლაპარაკობდა. ჩავიხედე სარკეში ძალიან ბუნდოვნად დავლანდე ჩემი თავი. ქალებმა თითქოს ვერ დამინახეს და გავიდნენ ოთახიდან. გავწევი გარეთ. უკვე ნელნელა უფრო მოვედი აზზე. უკვე თვალის მეორე თვალიც "გავახილე" და გავედი გარეთ. იგივე გზით წავედი რაც წეღან მოვედი სასტუმროში ოღონდ ეხლა ჩემ ნებაზე დავდიოდი და თითქოს ადამიანი უჩინმაჩინი ვიყავი და ვერავინ მამჩნევდა. საოცრად კარგ ხასიეთზე დავდექი. ავტობუსის გაჩერებაზე 1-2-ს გავეკაიფე რომ ვერ დამინახეს და სიცარიელეში იყურებოდენ მაგარი ვიცინე. მერე ისევ გავაგრძელე დაკვირვება . ყველაფერი ფერები, კონტროლი, სიარული ისევე რეალური იყო როგორც ცხადში.
მახსოვს ადრე სიზმარში ასე სიარული მიყვარდა. ფეხი ფეხზე გადაჯვარიდინებული და ასე მიწის ზემოთ 30-50 სანტიმეტრზე სრიალი. ვცადე ეხლაც გამოვიდა. ვცადე კარგად დავკვირვებოდი შეგრძენებებს. აშკარად მივსიალებ მაგრამ შეგრძნება თეძოებში იყო სიარულის მსგავსად იყო. წინ გავრსრიალდი, ლამაზი ბაღია და ისეთ ასე 2 მეტრიანი ღობე. დავიძაბე ავფრინდი გადავაფრინდი. ისე ბოლოში სულ ცოტა გამიჭირდა

მერე ძვირფას სახლში შევედი, 17-18 საუკუნის პონტში იყო გაწყობილი და ....
მერე უკვე მალე გამოვიღვიძე. ყველაფერი ცხადად მახსოვდა. საოცარი სიმსუბუქის გრძნობა დამრჩა და კაი ხასიეზე ვიყავი. გავიხედ-გამოვიხედე მეთქი ჯერ კიდევ ხომ არ მძინავს. შევამოწმე არა. მეთქი მოდი დავპოსტავ რომ დავრწმუნდე
This post has been edited by Abnormalia on 13 Jul 2008, 15:34