ძალიან კარგი თემაა

მსგავსი სიზმრები მქონია,თუმცა გააზრებული იქედან 7-10% იქნებოდა.
რამოდენიმეს გავიხსენებ
1)რომელიღაც მუსლიმანური სახელმწიფოს თუ ურდოს ბელადი ვარ

მიმყავს ჩემი ქვეშევრდომები სადღაც უდაბნოში,გამოჩნდა რაღაც ქალაქი,რომლის დაპყრობად საჭიროა ძალიან დიდ და გრძელ უფსკრულს შემოვუაროთ.
მარჯვნივ შავი უფსკრულია,მარცხნივ კი უხიფათო გზა,ისინი უხიფათო გზით წავიდენენ და მე უფსკრულს ჩავცქერი.
(რეალურ ცხოვრებაში ძალიან მეშინია სიმაღლის,როგორც ჩანს სიზმარიც

)
ვუყურებ სიშავეს და უცბად თავში დამკრა რომ ეს ყველაფერი არაა რეალური.
რომ მე გიორგი ვარ,21 საუკუნის მკვიდრი და არა თავზეხელახებულთა ბელადი.
მაგრამ სამწუხაროდ დარწმუნული არ ვიყავი ,რადგან ყველაფერი:გარემო,ხმები(ეს ცალკე საკითხია) და ა.შ ძალიან რეალური იყო
ამიტომ გადავწყვიტე რაც იქნება იქნება დაბლა ჩავხტები-თქო,ასე ნახევარი საათი ვფიქრობდი ჩავხტე-არ ჩავხტე,იქნებადა რეალობაა-თქო.
ბოლოს მაინც გავბედე და ჩავხტი,უცბად ვიგრძენი(თვალების გახელვის გარეშე) რომ საწოლზე მაღლა შევხტი და დავეცი(რეალურ განზომილებაში)
შემდეგ გინდ დაიჯერეთ და გინდა რა,ისევ უფსკრულის ზემოთ აღმოვჩნდი ,ოღონდ ამჯერად ვიცოდი რომ სიზმარი იყო,ხოდა ვიღაც-ვიღაცეები დავაწიოკე

მერე რა მოხდა არ მახსოვს
17-18 წლის ასაკში.
კიდევ ერთი შემთხვევა
მათემატიკის გაკვეთილზე ვარ,გვიხსნიან რაღაც მათემატიკურ თუ გეომეტრიულ განტოლებას,თვალები დახუჭული მაქვს(სიზმარშიც მძინავს),მაგრამ მაინც ვხედავ რა ხდება საკლასო ოთახში.
ამ დროს მიძახებს მასწავლებელი და დავალება მაჩვენეო მეუბნება,დავალება სამწუხაროდ არ მქონდა
ხოდა გამომლანღა უსაქმური და ზარმაცი ხარო.
გავიდა ცოტა ხანი და ქვეცნობიერებაში ისევ ამოტივტივდა აზრი რომ რა დავალებაზეა და გაკვეთილზეა საუბარი.
ახლა ხომ არდადეგებია

(რეალურად იმ დროს როდესაც ეს სიზმარი ვნახე,სკოლებში დასვენება იყო)
ხოდა ისევ ეჭვი გამიჩნდა რომ რეალობა არ იყო,მაგრამ ვერ ვამტკიცებდი.
რათქმაუნდა შემეძლო მასწავლებლისთვის მერხი გადამემტვრია თავზე,მაგრამ თავი შევიკავე შემოწმებისგან.
ამ დროს 15-16 წლის ვიქნებოდი.
კიდევ ერთი
ზუსტად არ მახსოვს რითი დაიწყო ეს სიზმარი,მაგრამ დამამახსოვრდა ნაწყვეტი.
რაღაც ოთახში ვარ ორი ნინძა გამოდის და მიტევს,ორივეს კუნგფუს ილეთების ხმარებით ვაგდებ დაბლა .
წინ კედელია,უცბად ისევ ვხვდები ამჯერად 100% ვიცი რომ სიზმარში ვარ
მაგრად გამისწორდა.
ვცადე ჰაერში ახტომა და სალტო,გამომივიდა.
ვცადე კედლიდან უკანა გრძელი სალტოებით წამოვსულიყავი-გამოვიდა.
ვცადე კედელი დამეშალა და მის გარეთ გავსულიყავი-ეს უკვე არა,არადა სიზმარში წესით ყველაფერი შეიძლება ხომ?
მაგრამ ეტყობა იქაც არის რაღაც შეზღუდვები.
17-18 წელი)
რაც შეეხება ამ ტექნოლოგიას(ასე დავარქვათ)
რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ეს?
მაგალითად სხვადასხვა ცეკვების და საბრძოლო ხელოვნების სასწავლად.
რეალურ ცხოვრებაში არც ტანგოს ვცეკვავ და არც კუნგ-ფუ ვიცი ,მაგრამ რამოდენიმე სიზმარში საოცრად კარგად ვცეკვავდი ტანგოს და ვალსს ვიღაცეებთან.
ხოლო კარატეს ილეთებს კი სიზმრების 98%-ში ვფლობ,თან ზოგჯერ ისე, ფანტასტიკურ ფილმებში ნანახსაც სჯობია.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისააა რომ ბევრჯერ ჩემი პირადი
მე გაორებული მაქვს.
ანუ სიზმარში მე ვარ მთავარი მოქმედი გმირი,მაგრამ ამავდროულად შემიძლია საკუთარ მოქმედებას (სიზმარში) გვერდიდან დავაკვირდე.
კიდევ ერთი რამ რამდენჯერმე მაქვს ერთი და იგივე სიზმარი ნანახი გამეორებით,და სიზმარშივე მიგრძვნია რომ ეს უკვე ვიცი და ვიღაც რომ მოვა ,უკვე წინასწარ ვიცი რას იტყვის.
ზაზუნას დღე თუ გინახავთ? აი მსგავსი შეგრძნება მქონდა მეც.
სიზმრების შინაარს რაც შეეხება:სუპერმენიც ვყოფილვარ , ყაჩაღიც,ვამპირიც,დემონიც,ნეოც,და ლუზერიც
სამოთხეშიც ვყოფილვარ და ჯოჯოხეთშიც(აქ ძალიან ბევრჯერ)
ზოგჯერ ყოფილა რომ წაკითხული წიგნიდან ჩამყოლია რაღაცა და მსგავსი სიტუაცია დამსიზმრებია.
გავიხსენებ ერთ შემთხვევასაც.
ჰერბერტ უელსს(ფანტასტი მწერალია) აქვს ერთი მოთხრობა, სადაც მღვდელი შემთხვევით დაჭრის მფრინავ ანგელოზს,ის ჩამოვარდება ,რადგან ფრთაში მოხვდება.
შემდეგ თავისთან წაიყვანს სახლში,მაგრამ მეზობლის ქალები დაინახავენ და სკანდალი ატყდება,რადგან ანგელოზს მარტო რაღაც თეთრი ქიტონი აცვია.
ნუ დანარჩენი თუ გაინტერესებთ წიგნი წაიკითხეთ
სიზმარია შემდეგნაირი იყო:
მე ვარ ანგელოზი,ასე ვთქვათ ადმინისტრაციული განხრის,ჯოჯოხეთთან ურთიერთობა და კომუნიკაცია.
+ არეულობების მოწესრიგება =ასეთი პროფილი მაქ.
ხოდა ერთხელაც მოვფრინავ ჯოჯოხეთიდან, ჩემთვის არავის არაფერს არ ვუშავებ,კოსმოსიდან დედამიწის ჩამოვფრინდი ცოტა დაბლა,მერე ვერ შევიმაგრე თავი თუ რა იყო და კიდევ დაბლა.
ხოდა ვხედავ ვიღაც კაცს სავარაუდოდ მეცხვარეა ,თოფი უჭირავს ვყვირი არ ისროლო-თქო,მაგრამ მაინც ისვრის ,ბახ და გამომეღვიძა
წიგნებიდან ჩაგონებული სიზმრებიც ბლომად მქონია,მაგრამ ზუსტი ასლი არცერთი, ხშირად რამოდენიმე წიგნის და ფილმის ნარევი ფანტაზია იყო
===========================
თვითონ ეს თემა ძალიან მაინტერესებს და ლიტერატურა შეგიძლიათ მომაწოდოთ? რათა თვითშთაგონების უნარი შევიძინო ან/და საკუთარი ძილის კონტროლი შევძლო.
ის 2 ფილმი ეხლა გადმოვწერე,ვიმეცადინებ და ხვალ ვნახავ.
ვისვენებ და ნუ შემაწუხებთ.