პირადი გამოცდილებიდან გეტყვით რომ დიდი არაფერია. ბავშვობიდან ყოველი სიზმარი (თითქმის) ლუციდური მქონდა. ნელ ნელა დავამუღამე კონტროლი და რაღაც დონეზე შემიძლია სიზმრის შინაარსის შეცვლა. და მაინც რა არის ლუციდური სიზმრის არსი? რა თქმა უნდა გართობა. ჩვენ ცხოვრების 1/3-ს ძილში ვატარებთ, წარმოიდგინეთ რა კარგი იქნება ამ 1/3-ს თუ "ჩვენ გემოზე" მოვაწყობთ. ასე რომ მიყევით მოცემულ "Tutorial"-ს (ზოგი პირადი გამოცდილებიდანაა ზოგი არა) შეიძლება მატრიცის დონეს ვერ მიაღწიოთ მაგრამ დამიჯერეთ სიზმარში ფრენა და ტელეკინეზიც სახალისოა.
და საერთოდ სიზმარი ხომ ჩვენი ტვინიდან მოდის ე.ი ჩვენ შეგვიძლია მისი მართვა.
მოკლედ გეტყვით ხერხებს თუ როგორ უნდა გაიგოთ სიზმარში ხართ თუ არა:
1. მიეყუდე კედელს (პირადი გამოცდილებით გეტყვით რომ კედელი "გადაყირავდება")+
2. შეხედე საათს ზედიზედ (ეს არ გამომიცდია მაგრამ დიდი შანსია რომ ან საერთოდ ვერ გაარკვიოთ ან სხვადასხვა დრო აჩვენოს)-
3. დაიხედე ხელზე (თითებს ან ვერ დაითვლი, ან არასწორი რაოდენობის გექნება)+
4. ახტი ორჯერ (Double Jump იდეაში უნდა გაფრინდე თუ რაღაც დონის კონტროლი მაინც გაქ)+
5. და ნუ რა თქმა უნდა თუ რამე ისეთს ნახავთ რაც რეალობაში შეუძლებელია. (მიცვალებული ადამიანი, მფრინავი კამეჩი, ვირი რომელიც ბალეტს ცეკვავს და ა.შ)+
ამ ყველაფრის გაკეთება რათქმაუნდა მხოლოდ ლუციდურ სიზმარში არის შესაძლებელი.
როგორ მიიღწევა ლუციდური სიზმარი?
1. დაძინების წინ, ჩამოჯექი ლოგინზე და უყურე ხელებს. 3-4 წუთში რომ დაიღლები დაწექი, იფიქრე ლუციდურ სიზმარზე და შენ თავს უთხარი რომ სიზმარშიც იზამ იმავეს.-
2. დაწოლის წინ შეეცადე, რომ არაფერზე არ იფიქრო. (ვიცი რომ ძნელია მაგრამ მაინც)+
3. ხშირად დაუსვი თავს კითხვა "სიზმარში ვარ?" და სრული სერიოზულობით უპასუხე.+
4. აწარმოე სიზმრების ე.წ "ბლოკნოტი" გაღვიძებისთანავე ჩაიწერე სიზმარი, ყურედღება მიაქციე მცირე დეტალებსაც.+
5. დაძინებიდან 4 ან 4.5 საათში დააყენე მაღვიძარა, თუ სიზმარი დაგესიზმრა ჩაიწერე.+
P.S მოცემული ინფორმაციის ნაწილი პირადი გამოცდილებით არის, ნაწილი წაკითხული მაქვს. მაგ: მე ლუციდური სიზმრები ამ ყველაფრის გაკეთების გარეშეც მესიზმრებ(ოდ)ა. პირადი გამოცდილებიდან აღებულ ინფორმაციის გვერძე წერია "+" ხოლო წაკითხულის გვერძე "-". იმედია ჩემი ინფორმაცია რამეში მაინც დაგეხმარებათ, თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ დაწერეთ, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით

. ვიმედოვნებ ტყუილად არ დავიმტვრიე ხელები / დავითხარე თვალები და ამ ინფორმაციით ერთი კაცი მაინც არის დაინტერესებული

. მაგარი დაღლილი ვარ და თუ სადმე "მძიმე" დამაკლდა არ ჩამქოლოთ

.
თუ დაგაინტერესათ კიდევ დავწერ ცოტას

.
This post has been edited by Davita123 on 8 Mar 2013, 01:20