სამომხმარებლო შეთანხმება
3.7. საიტზე განთავსებული ვიდეორგოლები არ უნდა შეიცავდნენ:
* არაკანონიერ, მავნებლურ, მუქარის შემცველ, ზნეობის, პატივისა და ღირსების, მესამე პირთა უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების შეურაცხმყოფელ, ცილისმწამებლურ მასალებს, მასალებს, რომლებიც არღვევენ საავტორო უფლებებს, ეწევიან ადამიანთა დისკრიმინაციის პროპაგანდას რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი, სოციალური ნიშნით, ხელს უწყობენ რელიგიური, რასობრივი ან ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებას, შეიცავენ ძალადობის ან ცხოველების მიმართ არაადამიანური დამოკიდებულების სცენებს და ა.შ.
* უმცირესობათა უფლებების შელახვას;
* საკუთარი თავის სხვა ადამიანად ან უსაფუძვლოდ რაიმე ორგანიზაციისა თუ საზოგადოების წევრად, მათ შორის, MyVideo.GE-ს თანამშრომლად, MyVideo.GE-ს მფლობელად წარმოდგენას, აგრეთვე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას რაიმე სუბიექტების ან ობიექტების თვისებებსა და დახასიათებებთან დაკავშირებით;
* მასალებს, რომლების გამოქვეყნების უფლება არა აქვს მომხმარებელს კანონისა თუ რაიმე საკონტრაქტო შეთანხმების ძალით;
* მასალებს, რომლებიც შეხებაშია რაიმე პატენტთან, სავაჭრო მარკასთან, კომერციულ საიდუმლოებასთან, კოპირაიტთან ან მესამე მხარის სხვა კანონიერ საკუთრებასთან თუ საავტორო და მასთან მიახლოებულ უფლებებთან;
* არა სპრციალურად განთავსებულ სარეკლამო ინფორმაციას, SPAM-ს, “პირამიდის” სქემებს, “ბედნიერების წერილებს”;
* მასალებს, რომლებიც შეიცავს ნებისმიერი კომპიუტერული ან ტელესაკომუნიკაციო აღჭურვილობის ან პროგრამების დასაზიანებლად, გასანადგურებლად თუ შესაფერხებლად, არასანქცირებული შეღწევისათვის განკუთვნილ კომპიუტერულ კოდებს, აგრეთვე, კომერციული პროგრამული პროდუქტების სერიულ ნომრებს, ლოგინებს, პაროლებსა და სხვა საშუალებებს, რომლებიც ხელმისაწვდომს ხდის ინტერნეტის ფასიანი რესურსებით სარგებლობას.
* რაიმე ადგილობრივი, სახელმწიფო ან საერთაშორისო კანონების მიზანმიმართულ თუ შემთხვევით დარღვევას;
* სხვა მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემთა შეგროვებასა და შენახვას;
* სარეკლამო, კომერციული ან სააგიტაციო ხასიათის ჩანაწერთა შეუთანხმებელ გადაცემას;
* ნარკოტიკულ ნივთიერებათა რეკლამას;
* ვისიმე მისამართით უხეში და შეურაცხყოფელი გამონათქვამებისა და წინადადებების შემცველ ჩანაწერებს;
* პორნოგრაფიულ ხასიათის მასალების შემცველ ჩანაწერებს;
ვიდეო.ჯი -ზე დადებული პორნო კლიპებიკარგით რააა გაპახაბნდა ქართული ინტერნეტ სივრცე მთლიანად რააა, ერთ წერთ და მეორეს აკეთებთ, დაადეთ რა რამე შეზღუდვა ან რამე - თუ ყველა ისვენებს ეხლა და არ ცალიათ ატვირთული ვიდეობისათვის?
This post has been edited by BBC on 5 Aug 2007, 20:08