აუფ, დამარიგა ჭკუა

არაადეკვატური რომ არის შენი კომენტარი, თუ ხვდები?
აჰა, შენ 10 მცნება
1. ჯერ ყურადღებით წაიკითხე ვის და რა კითხვაზე ვუპასუხე
2. კუთხურობით გულშემატკივრობა არც მჩვევია და არც ამის მიზეზი მაქვს
3. ქართველობა აპრიორი არ ნიშნავს, რომ ყველაზე უკეთესია
4. მაგისთანა მოსწავლეები რუსიკოს ათობით ჰყავს, უმრავლესობას ბავშვობიდან ვიცნობ თავისი მშობლებიანად და აქ ბევრზე უკეთესად ვიცი მათი შიდა სამზარეულო
5. დედის ახირებას, რომ შვილი სულ ,,ცოტა" მერაია ან ჰიუსტონი უნდა ჰყავდეს, შვილის ღირსება და ნერვები არ უნდა ეწირებოდეს
6, ამისთანა დედები კიდევ რამდენი უდგას რიგში, ეგ რუსიკოს ჰკითხე და გეტყვის...
7. არც ეს კონკურსი, თავის ჟიურიან-კრუტოიან-ლეშჩენკოიანად, არც იმედის და რუსტავი2-ის უნიჭო გადაფიჩინება და არც ამისთანა მომღერლები არ მაინტერესებს, სხვა ოპერიდანაა და გემოვნების ამბავია!
8. გული ნამდვილად მწყდება, როცა ქართველის წარუმატებლობას ვხედავ, მაგრამ ეს ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის და ვერც ვერაფერს ვუშველი
9. არც ეს თავს მოხვეული და გაპიარებული უცხო ქვეყნების ფეხბურთის გუნდებისა და მეასეხარისხოვანი ფესტივალების გულისწასვლამდე ფანობა მომწონს და ვერც ავიტაცებ, არც თქვენ გირჩევთ ამაზე ნერვიულობას.
და ბოლოს, შარზე თუ ხარ, ათამდე დაითვალე, სანამ აქ უმიზეზოდ ვინმეს უკბენდე
everything...