ხოხოხოხო, ხომ ვთქვი არგუმენტებს უკან აბრუნებენ მეთქი.
ლოზუნგებსაც ისვრიან, როდესაც კამათი არ შეუძლიათ. (კომუნისტების საყვარელი ხერხი).
არადა ამ პატივცემულ ხალხს ავიწყდება რომ თეორიული განათლება პრაქტიკის გარეშე არაფრისმაქნისი და არაფრისმომტანია.
ნებისმიერ მეცნიერებაში ეგრეა და აქ რატომ აკეთებენ გამონაკლისს ვერ ვიგებ.
იყო ბატონო ეგეთი განათლების სისტემები (ინდოეთში, როგორც ამბობენ), პრაქტიკულად ასწავლიდნენ ყველაფერს.
და ეს განათლების დიდი საფეხურები ინდოეთმა შუა საუკუნეებშივე გაიარა.
ეგეთი რა უბედურება გვჭირს ამ ჩამორჩენილ გრუზინებს რომ ერთი პრაქტიკული სექსის გაკვეთილი ბავშვებისთვის ვერ გვიჩვენებია.
ან ისეთი რა უავტორიტეტოები არიან ქართველი მასწავლებლები, რომ 16 წელს მიღწეული, სამართლებრივად და სექსოლოგიურად ზრდასრული ადამიანი მისთვის სასარგებლო პრაქტიკულ გაკვეთილებზე ვერ დაუყოლიებიათ?
ვაი როგორ ბნელა მაგ თქვენს ევროპაში და ამერიკაში, პურიტანო ფარისევლებო.
გარყვნილებაო.
კარგად ნასწავლ თეორიის პრაქტიკაში გამოყენებას და ფიზიოლოგიური მოთხოვნილების უბრალოდ დაკმაყოფილებას გარყვნილებას ეძახით.
რამხელა სიბნელეში სხედხართ მართლა, ეს ევროპელ მშობელთა კავშირის წევრები.
სანამ თქვენ აზიას დაეწევით მიშას მატარებელი უკვე ავსტრალიელ აბორიგენებს გასცდება.
გრძელყურიანებსაც და იმ მეორეებსაც.
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/