1. რით ვერ მოხერხდა, რომ ზაფხულის თვეებში სადგურზე სალაროებთან თბილისისხელა რიგები არ იდგეს და მოლარეები თუ სხვა თანამშრომლები იმაზე უარეს კორუფციას არ ეწეოდნენ, ვიდრე ეს ადრე იყო? 10 ბილეთზე რატომ უნდა გჭირდებოდეს რაღაც განცხადებების წერა და ზედმეტი 1-2 ლარის გადახდა?
2. აჭარისკენ მიმავალ დღის მატარებელს შუა გურიაში ლოკომოტივი გაუფუჭდა (!), რის გამოც 2 საათი გამოვიხარშეთ და დავაგვიანეთ. კონდენციონერი გამოთიშული იყო.
3. უკანა გზაზე, წესით ასევე კონდენცირებულ ღამის მატარებელში კონდენციონერი ქობულეთის მერე ძლივს ჩაირთო, კუპეში ტელევიზორში ღრიალებდა რაღაც გაუგებარი წარმოშობის მუსიკა, პირველი საათის მერეც რომ არ შემოიტანეს თეთრეული, გამცილებელს ჩვენ თვითონ მივადექით და გამოვართვით და ძლივს გამოვართვევინეთ მუსიკა.
4. ამ ახალ მატარებელს მობმული ჰქონდა მეორე მისი სიგრძის რაღაც დაფხავებული ვაგონები, სავარაუდოდ რომელთა სიმძიმის გამოც ღამით მატარებელი ისე ჯაყჯაყებდა, რომ ჩაძინება არათუ შეუძლებელი იყო, რაღაც მომენტში მართლა მეგონა (საერთოდ, არ მჩვევია შიშები და მისთანანი), ახლა გადაყირავდება მეთქი.
5. ზემოთხსენებული გამცილებელი იყო რა ყოვლად გამოთაყვანებული ადამიანი, დილის 6 საათზე (როცა თბილისში მატარებელი მხოლოდ და მხოლოდ რვის ნახევარზე შედიოდა) მთელ ხმაზე ააღრიალა ისევ ის ტელევიზორი და გააღვიძა მთელი ვაგონი. მე ზევით მეძინა და თავი ტელევიზორისკენ მედო, ამიტომ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩემი მდგომარეობა. ჩემი მეგობარი მასთან რომ მივიდა და თხოვა, გამოთიშე ტელევიზორიო, იმან გაშტერებული სიფათით უპასუხა, რატოო.
6. ღამით ჯერ ყინვამ გამაღვიძა, ისეთი სიძლიერით მუშაობდა კონდენციონერი, მეორედ კი - ისეთმა დახუთულობამ, რომ თავიდან ვერც მივხვდი საერთოდ რა განცდასთან მქონდა საქმე.
7. ფანჯრები ისეთი ჭუჭყიანი იყო, კუპედან არაფერი ჩანდა. თეთრეულს სუნი ასდიოდა... პატარა საუზმე კი რევოლუციის წლის შემდეგ აღარც აღარავის უნახავს ღამის მატარებელში, ისევე როგორც ნორმალური გამცილებლები. ზემოთხსენებული გაჩხიკული, თევზისთვალება ახალგაზრდა მამრი გამცილებლის გვერდით, იყო კიდევ ერთი ეგზემპლარი - ძროხა დედაკაცი, რომელიც ელემენტარულ კითხვებზე არ გცემდა პასუხს და, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, განზე გდგამდა.
9. არადა, ამის დედა ვატირე, მატარებელს აქვს ყველა ტექნიკური მონაცემი, რომ კომფორტულად იმგზავრო.
10. გაიყიდოს.
11. დამპლები ეგენი.