^keto^არ არის იგივე

გლდანში ბევრად დაბალი დონის და მარტივი ატრაქციონებია, ციცინათელაში კი დასრულდა მშენებლობა და 38მდე ატრაქციონი მოქმედებს მათ შორის ექსტრემალურებიც.
მადლობა მთაწმინდის პარკის ინფოს რომ მიმასწავლე...
აი ციცინათელაზე მე დაგიწერთ! ვიპოვე ინფო
-----
საქართველოს ზღვისპირეთში ევროპის მასშტაბითაც კი უნიკალური პარკი და გასართობი ცენტრი ამუშავდა
******************************************************
შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ უნიკალურ ბუნებრივ გარემოში შეიქმნა გამორჩეული ინფრასტრუქტურის დასვენებისა და გართობის ცენტრი, რომელიც ევროპისთვისაც კი უნიკალურია. ამ პარკის განაშენიანების, მშენებლობისა და ატრაქციონების შესაძენი თანხები გაიღო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ”, რომელმაც უკვე კეთილმოწყობილი და ამუშავებული ატრაქციონები საჩუქრად გადასცა სახელმწიფოს.
თავდაპირველი გადაწყვეტილებით, პარკის ტერიტორიაზე დამონტაჟებული ატრაქციონებითა და სხვა გასართობი საშუალებებით სარგებლობა უფასო უნდა ყოფილიყო. ყველანაირ ხარჯს, რაც პარკისა და მასზე დამაგრებული ტექნიკური საშუალებების მოვლას, სახელფასო თუ სხვა დანახარჯებს დასჭირდებოდა, კვლავაც ფონდი დააფინანსებდა დამატებითი სუბსიდირების სახით. პარკის ექსპლუატაციის შარშანდელმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ატრაქციონებით სარგებლობის უფასო სისტემამ, შეიძლება ითქვას, ქაოსური სიტუაცია შექმნა და ისეთი რიგები წარმოშვა, რომლის მოწესრიგება არცთუ იოლი აღმოჩნდა (მაგალითად, ბავშვები კარუსელებიდან არ ჩამოდიოდნენ, ატრაქციონებით ერთი და იგივე ხალხი სარგებლობდა).
სწორედ ამიტომ, "ციცინათელას” ადმინისტრაციამ და ფონდის გამგეობამ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ ახალ საკურორტო სეზონზე ატრაქციონებითა თუ სხვა გასართობი საშუალებებით სარგებლობისთვის დაწესებულიყო მინიმალური ოპტიმალური გადასახადი, რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, სახელფასო და ელექტროენერგიის დანახარჯს მაინც აანაზღაურებდა. ამით პარკის მომსახურე პერსონალს, მარტივად რომ ვთქვათ, მუშაობის საშუალებაც მიეცემოდა. ამ გადაწყვეტილებით პარკის ადმინისტრაცია რომ არანაირ მოგებას არ გეგმავდა, ამაში სახარჯთაღრიცხვო ციფრები, პარკის ექსპლუატაციის უკვე არსებული სტატისტიკური მონაცემები და მარტივი არითმეტიკული გაანგარიშებები დაგვჭირდება.
და კიდევ - აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ დასვენებისა და გართობის ცენტრი "ციცინათელა” საკურორტო ზონაში მდებარეობს და მისი ექსპლუატაციაც სეზონურია. საქართველოში, მოგეხსენებათ, საზღვაო-საკურორტო სეზონი 1-ლი ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე გრძელდება, ანუ სამი თვის განმავლობაში. თუ აქაურ კლიმატურ პირობებსაც გავითვალისწინებთ და წვიმიან დღეებს გამოვაკლებთ, მაქსიმუმ 75-80 აქტიური დღე დარჩება. ჩვენი გაანგარიშებების დროს ეს ციფრიც უთუოდ გამოგვადგება, რადგან ამ 75-80 დღის შემოსავალი მთელ წელიწადზე უნდა გადანაწილდეს.
პარკში 220 თანამშრომელია დასაქმებული, რომელთა საერთო სახელფასო ფონდი საკურორტო სეზონზე დაახლოებით 500 ათასამდე ლარია, ხოლო პასიურ, ანუ პარკის კონსერვაციის პერიოდში თითოეული თანამშრომელი ხელფასის მხოლოდ 33 პროცენტს მიიღებს. პარკის ადმინისტრაციამ ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, მთელი წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს კვალიფიციური და პროფესიონალური ტექნიკური პერსონალი, რათა ყოველი სეზონის დასაწყისში გამოცდილი კადრები გამუდმებით საძებნელი არ ჰყავდეს. მაშასადამე, "ციცინათელას” თანამშრომელთა ყოველწლიური სახელფასო ფონდი 1 370 000 ლარია.
ელექტროენერგიისა თუ სხვა კომუნალური ხარჯებისთვის ყოველთვიურად 40 ათასი ლარია საჭირო, წელიწადში, შესაბამისად - 500 000-ზე მეტი ლარი.
პარკის ტერიტორიაზე განთავსებული უნიკალური მოწყობილობა-დანადგარების, ატრაქციონებისა და შენობების წლიური საამორტიზაციო ანარიცხები 6 740 000-ს ლარს შეადგენს. ამ თანხების ამოღება, რაც ჩვეულებრივ ხმარდება ხოლმე ინფრასტრუქტურის განახლებას, წარმოუდგენელია და არც არის დაგეგმილი. თუკი რომელიმე დანადგარი ან ატრაქციონი მწყობრიდან გამოვა, მისი შეცვლა პარკის ექსპლუატაციიდან მიღებული თანხებით კი არ მოხდება, არამედ ისევ და ისევ სახელმწიფო სუბსიდირებით ან ქველმოქმედების გზით.
"ციცინათელას” ადმინისტრაციამ თავის თავზე აიღო (იტვირთა) ნებისმიერი ქალაქისა თუ რეგიონისთვის ძნელად მოსაგვარებელი პრობლემის გადაწყვეტაც, რაც, ერთი შეხედვით, სცდება პარკის პროფილს, მისი ხელმძღვანელობის მუშაობის არეალსა და დანიშნულებას. ეს გახლავთ ოზურგეთის ცენტრის, მიმდებარე 16 სოფლისა და მდინარე სუფსიდან მდინარე ჩოლოქამდე ზღვის სანაპირო ზოლის (დაახლოებით 16 კილომეტრი) დასუფთავება, რაც წელიწადში 800 000 ლარი დაჯდება. ამას დავუმატოთ საამისოდ აუცილებელი მექანიზმებისა და უკვე აშენებული ნაგავსაყრელის მოწყობის ხარჯები. მარტივი არითმეტიკით, ამ საქმიანობისთვის წელიწადში საშუალოდ 1 200 000 ლარია საჭირო.
ახლა კი იმ "არასახარბიელო ინფორმაციაზეც” გავამახვილოთ ყურადღება, რამაც ჟურნალისტები ააღელვა - ეს არის ატრაქციონებით სარგებლობის ტარიფები, თითქოს მათი ფასი 3-დან 10 ლარამდეა.
სინამდვილეში კი რა ხდება?
პარკის ტერიტორიაზე 38 ატრაქციონი და სხვადასხვა სახის გასართობი ოთახი თუ კარუსელი არსებობს. ამ 38-იდან 9 ერთეულზე, ანუ მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილ კარუსელებზე, ბილეთის ფასი 50 თეთრია. ძირითადად მოზრდილთათვის განკუთვნილ 15 ატრაქციონზე გადასახადი ერთი ლარია, თუმცა პატარებისთვის აქაც შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს და მათთვის ბილეთის ფასი ისევ 50 თეთრია. 7 შედარებით უფრო რთული ატრაქციონით სარგებლობისას 2 ლარია გადასახდელი, ხოლო ექსტრემალურად წოდებულ 4 კარუსელზე, რომლებზეც ხარჯები მეტია, შესაბამისად - 3 ლარი. ერთადერთია კარტინგი, ანუ ავტორბოლა, რომლის საფასური 4 ლარია.
დასკვნა ერთია: პარკის ტერიტორიაზე განთავსებულ ატრაქციონებზე, მასზე უკვე დახარჯული და მისი სრულფასოვანი ექსპლუატაციისთვის აუცილებელი თანხების გათვალისწინებით, მართლაც რომ სიმბოლური ტარიფები მოქმედებს. და, რაც მთავარია, ეს არის ისეთი ტარიფები, რომლის გადახდაც შესაძლებელია (საქართველოს ტერიტორიაზე ასეთივე ტიპის ატრაქციონების სხვადასხვა პარკში ბევრად მეტია გადასახადი).
"ციცინათელას” ტერიტორიაზე განთავსებულია ბოულინგის დარბაზი. აქ ერთი საათი 30 ლარი ღირს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ უახლესი დანადგარებით მოწყობილ ბოულინგ-ცენტრში ერთ ბილიკზე ერთბაშად 4 მოთამაშეს შეუძლია თამაში, თანხა ნაწილდება და თითოეულს მხოლოდ 7,5 ლარი აქვს გადასახდელი. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ "ციცინათელაში” ბოულინგდარბაზით სარგებლობა, თუნდაც დედაქალაქში არსებულ ბოულინგცენტრის ტარიფებთან შედარებით, გაცილებით იაფია.
პარკის ტერიტორიაზე შესვლა უფასოა; უფასოა აგრეთვე 2500 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომით სარგებლობა.
შემოთავაზებული რეალური ხარჯების მონაცემებმა გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნა, თუ რამდენი თანხა სჭირდება ამ პარკის შენახვა-ექსპლუატაციას.
ახლა კი უკვე შეგვიძლია მოვიყვანოთ სტატისტიკური მონაცემებიც, სეზონის დაწყებიდან, ანუ 1 ივლისიდან, სამაგალითოდ აღებული პერიოდის განმავლობაში, რა რაოდენობის შემოსავალი მიიღო პარკმა. 11 დღეში სულ 44 ათასი ლარის ბილეთი გაიყიდა. დაახლოებით 20 დღის შემდეგ, როგორც კი შემოსავალი 100 ათასს მიაღწევს, გადასახდელი იქნება დღგ - შემოსული თანხის 18 პროცენტი. ახლანდელი მონაცემებით, შემოსავალმა მიმდინარე დანახარჯის მხოლოდ 67 პროცენტი აანაზღაურა, არადა, გახსოვთ ალბათ, დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ აქტიურმა სეზონმა, ანუ დაახლოებით 80-მა დღემ წელიწადის დარჩენილ პასიურ პერიოდშიც უნდა უზრუნველყოს პარკის მოვლა-პატრონობა.
მოყვანილი ციფრები თუ სტატისტიკური მონაცემები საშუალებას გვაძლევს გამოვიტანოთ კიდევ ერთი დასკვნა: ახლანდელი მონაცემებით, "ციცინათელა” დოტაციური ორგანიზაციაა. ასეთ შემთხვევაში, ჯერჯერობით, მისი სრულფასოვანი ექსპლუატაციისთვის რჩება ერთადერთი გზა - დოტაცია, ანუ დახმარებების ჩვეული გზით მოძებნა. სამომავლოდ კი, თუკი ატრაქციონების პარკის ფუნქციონირება ისეთ მასშტაბებს შეიძენს და ისეთი დატვირთვით ამუშავდება, რომ მოგებასაც მოიტანს, ეს მოგება, ბუნებრივია, მოხმარდება არა პარკის თანამშრომელთა თუ რომელიმე ჩინოვნიკის ხელფასებს, არამედ გურიის რეგიონის განვითარებას.
გურიის მხარეში საქართველოს
სახელმწიფო
რწმუნებული-გუბერნატორის
ადმინისტრაცია