აპრილში მქონდა ქორწილი და მანდ მოვაწერეთ ხელი. იმ დროინდელ ფასებს და სიტოაციას აგიხსნი თუ გამოგადგება. 10 დღით ადრე უნდა შეავსო განაცხადი რომ რიგი დაიკავო და ჩაეწერო. საბუთები მარტო პირადობის მოწმობები გინდათ შენი, მეუღლის და მეჯვარეების, შემდეგ თუ ცერემონიალით გინდა მაშინ 129 ლარიანი ქვითარი უნდა მიიტანო ბანკში გადახდილი სპეციალურ ანგარიშის ნომერზე. ხოლო თუ ცერემონიალის გარეშე გინდა მარტო 4 ადამიანი რომ შეხვიდეთ და ხელი მოაწეროთ მაშინ გინდა 29 ლარიანი ქვითარი იგივე ანგარიშზე გადახდილი. რაც შეეხება მე გავაკეთე 129 ლარიანი და კმაყოფილი დავრჩი პახოდუ საჩუქრებსაც გიკეთებენ და ხალხის ასვლაც არ არის შეზღუდული საქორწილო მარში და ვალსიც იმართება. სულ ეს არის რისი თქმაც შემიძლია და ვიცი რომ ეგრეა

წარმატებებს გისურვებთ და ბედნიერებას.