#12922475 · 12 Mar 2009, 15:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ენა, მამული, სარწმუნოება - არასწორადაა დამკვიდრებული ამ ბოლო დროს ხალხში.
უნდა იყოს: მამული, ენა, სარწმუნოება. ''სულ ერთი'' არ არის, რა რის შემდეგ იქნება. მამული ხომ დიდი ფასეულობაა ერისთვის, მამულზე მნიშვნელოვანი ენაა და ენაზე მნიშვნელოვანი სარწმუნოება. ამ პრინციპით თქვა თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ. ნუ დღეს შეიძლება ბევრი არ ეთანხმებოდეს ამგვარ დიფერენციაციას, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა....
რაც შეეხება მათ მდგომარეობას. ისინი ორგანულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და დიდ სხვაობაში არ იქნებიან... და თუ სარწმუნოება შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია ან ჩანს რომ ესეაა, ეს ბუნებრივია და ესეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველაზე ღირებული ფასეულობა იყო და რჩება ქართველი ერისთვის... გვინდა თუ არ გვინდა, სწორედ სარწმუნოების გაძლიერებით დავდგებით ფეხზე, ესაა ჩვენი ისტორიული ხვედრი და ჩვენ ერის ზოგადი ხასიათიც დიდი ხანია ამ ხვედრს მოერგო ისტორიული კატაკლიზმების წყალობით... სხვა გამოსავალი, მშვიდობაც რომ დიდი ხნით გვქონდეს გარანტირებული, არ არსებობს... ნუ არსებობს, მაგრამ აამას გამოსავალს ვერ დაარქმევ... და იმის თქმაც, რომ მშვიდობას დიდი ხნით მოვიპოვებთ, არ იქნება სწორი.. ასე რომ, დღესაც, ისტორიული ხვედრი ზოგადად ერს აიძულებს, ისევ ძველი გზით იაროს და მაცოცხლებელი ძალები, nato-ში და ევროკავშირში კი არ ეძების, არამედ თავის სულიერ და ისტორიულ წიაღში, როგორც აქამდე იყო და თუ ვერ პოულობს ან არ პოულობს, კი უმახინჯდება ზემოთქმული სამი ღირებულება, რომელზეც ეხლა მიდის საუბარი და მრავლდება კითხვა: გვეშველება რამეე?? და გამოსავალი მარტივია, ნუ გასაგებადაა მარტივი და გასაკეტებლად რთული
|