#13213363 · 3 Apr 2009, 01:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გერმანიაში, რომელიგაც ქალაქი ვნახე ველური წაბლის ხეებით იყო გამწვანებული და ძალიან მომეწონა. არამგონია ძვირი და ძნელად საშოვნი იყოს ეგ ნერგები.. როგორც T_b_i_l_i_s_o მ თქვა ხრეშატნიკი და მთელი კიევიც ველური წაბლებით არის გამწვანებული, ლამაზია . ისე გაზაფხული გადის უკვე, თან ეს პოლიტიკური აურზაურია. შემოდგომამდე კი საკმაო დროა რომ რამის ორგანიზება მოვახერხოთ. სად შეიძლება ნერგების ყიდვა, ან რამე პროექტი გაკეთდეს და დაფინანსებაც შეიძლბა მივიღოთ. უფრო კონკრეტული და საქმიანი მიდგომაა საჭირო. ადრეც დავწერე მგონი.. რაჭიდან ჩამომქონდა ნერგები ტყიდან და აქ ვრგავდი(როშებზე უამრავი ნერგია რომლებიც ერთმანეთს ზრდაში ხელს უშლიან და "ვხშირავდი" ))). არ ვიცი ასეთი მოქმედებისთვის ოფიციალური ნებართვა საჭიროა თუ არა , მაგრამ თუ სურვილი იქნება იურიდიულ საკითხებს მოევლება და რამე ამდაგვარი ტური შეგვიძლია გავაკეთოთ... ტუ ფინანსები იქნება მე ველური წაბლი მომწონს ძალიან. კაკალიც კარგია, მაგრამ მგონი ბევრ მწერს იზიდავს და ქალაქში დისკომფორტს არ შექმნის??
|