ახლა კი ჩემი შთაბეჭდილებები, თუ გაინტერესებთ

:
ე.ი. მთლად ისეთი არ იყო, როგორც წარმომედგინა, მარა მაინც მაგარი იყო
პირველი გაქცევა არ გამომივიდა.
მხოლოდ იმიტომ რომ საერთოდ არ მითხრა რა უნდა მექნა, გაიქეციო და მეც გავიქეცი.
ნუ, ალბათ ქარის ბრალი იყო, თორე აი ამ სურათშიც ჩანს, რომ წინ გადახრილი გავრბოდი.
მეორე ჯერზეც საკმაოდ ბევრი სირბილი მომიწია, თუმცა ამჯერად შედეგიანად

.
მიწას რომ მოვწყდით, დაჯდომას ვერ ვახერხებდი, თოკები მქონდა ამოდებული და საფრთხეს უქმნიდა ჩემს შთამომავლობას.
მერე გაჭირვებით ავიქაჩე და დავჯექი.
ნუ შემდეგ ძალიან მაგარი იყო. ვიჯექი, ქარი მიბერავდა და ვათვალიერებდი გარემოს.
ისეთი შეგრძნებაა, თითქოს რაღაც ხისტზე ხარ ჩამოკიდებული

. სულ ოდნავი რხევები იგრძნობოდა.
და რაც მთავარია, სანამ ჩემს ქვემოთ, მიწაზე გილმოურიძე და მისი პილოტი არ დავინახე, ვერ მივხვდი რამხელა სიმაღლეზე ვიყავი

.
ერთფეროვან მიწას რომ უყურებ, ახლოს გგონია ძალიან.
ასე რომ ვისაც სიმაღლის შიში აქვს, არ უნდა იყოს მისთვის პრობლემა

.
აი მაგალითად პერწკლის ეშინია სიმაღლის მაგრამ ფრენის არ შეშინებია

.
ჰო, დაშვებისას მაინც დავუშვი შეცდომა.
ვიცოდი რომ არ უნდა დავმჯდარიყავი და ფეხებით უნდა დავმდგარიყავი, მარა დადგომის მერე, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და დაჯდომა დავიწყე.
დამიყვირა, ნუ ჯდებიო და გამომარკვია დროზე.
ჰო, მერე ჯერ ჯიპს ველოდი, მერე მთელი დღე სხვების ფრენას

.
დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ

.
მადლობა წივწივას და პილოტებს

.
დღევანდელი დღის გმირები არიან წივწივა, დფაცი (ამათმა ”მარტოკინებმა” იფრინეს), შიკოლადი (ამან გმირულად აიტანა ფეხის ტკივილი და მეორე ჯერზე წარმატებით აიჭრა ცაში) და პერწკლი (ამას სიმაღლის შიში აქვს და მაინც გაფრინდა).
სულ ეს არის

.
მიმაგრებული სურათი