მხოლოდ საქართველოში :
1.შეილება საცობი შეიქმნას თუ ორმა მეგობარმა ერთმანეთი დაინახა მანქანის ფანჯრიდან .იქვე დაამუხრუჭებენ შუა გზაზე , სალაპარაკოდ : D
2. თუ გინდა გზაზე არავის შეასკდე ტელეპატიური ნიჭი უნდა გქონდეს და დაგესიზმროს მოხვევას როდის დააპირებს შენს წინ მიმავალი მანქანა.
ნუ გექნებათ იმედი რომ "პავაროტნიკს" ჩაგირთავენ
3. ისე არ გავა დღე ერთხელ მაინც არ მოჰკრა თვალი ქუჩაზე მიმავალ ქათმების და ძროხების ნაირსახეობას (მანქანებს ხელით რომ აჩერებენ "არ გამიტანო მაიცა გადავბობღდე მეორე მხარეს" )
4. მარშრუტკის მძღოლმა შუა გზიდან მოგაძახოს : "გოგონი არ გინდა კაბა დაგიგრძელო".... .....(მოვკვდი კინაღამ სიცილით

)
5. ბოშების შაიკამ დაინახოს ფული რო გიჭირავს და გდიოს ქუჩის ბოლომდე

..... სირბილით!
6. სახლთან მაღაზიაში უსაქმურ გამყიდვლებს მთელი ეზოს ბიოგრაფია რომ აქვთ ჩამოწერილი, და პურის საყიდლად რო შეხვალ კიდე მინი ინტერვიუს მოგიწყობენ და დროზე უნდა დააღწიო თავი ..
7. დილით: "ხააახვი ხააახვიი" შუა დღეზე : "მააალინა მალიინაააააა" საღამოს : "მაროჟნიეეეე აბა მაროჟნიეე" (კიდევ კაი ღამე ძინავთ)
8. კინოში ისე ვერ მიხვალ ნახევარი დარბაზი ნაცნობები არ აღმოჩნდნენ

9. მეზობელი რემონტს თუ აკეთებს მთელ სახლს წყალს უთიშავს , ყველანაირი გაფრთხილების გარეშე.
10. სუპს თუ აკეთებ და რომელიმე მწვანილი დაგაკლდა უპრობლემოდ შეგიძლია გახვიდე და მეზობელს გამოართვა
მერე ისიც მოვა ხოლმე ხან შაქარზე ხან ზეთზე ხან კიდე რამეზე : )
ხოოდა ეგრე..კიდევ თუ გავაგრძელე ალბათ წიგნს გამოვცემ (;
P.S. ჩემს ნაწერში არანაირი აგრესია ან ბოღმა არ ურევია. ყველაფერს იუმორით უნდა შეხედო : ))
მიყვარს ეს ქვეყანა, ეგეთი მეორე პროსტა არ არსებობს

ამ მარაზმების გამო თუნდაც..
This post has been edited by bee-mine on 12 Oct 2007, 16:36