ისეთ ადამიანსაც ვიცნობ, ვინც ცდილობს რომ გულისამრევად მშვიდობიანი იყოს, არ გაერიოს არცერთ კონფლიქტში და საერთოდ, როცა კონფლიქტი ხდება, ორივეს მხარეზე იყოს, ან სამივეს, ან ყველას, რომ ყველას უყვარდეს..
და ისეთსაც ვიცნობ, ვინც აი საერთოდ უკონფლიქტოა, ოღონდ არ ცდილობს ამას. მართლა ეგეთი გაჩნდა..
და მე, როგორც მამაჩემი ამბობს, აი, არაფერი რომ არ იყოს, აი საერთოდ არაფერი, არაფერი რომ არ არსებობდეს, შენ შექმნი კონფლიქტს!

არ მინდა, მართლა, მაგრამ ხანდახან ეგრეც გამომდის...

პ.ს. სხვათაშორის ძალიან საინტერესო თემაა, ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე...