მართალი ბრძანდებით,მეფენი არ მეფობენო - დრონი მეფობენო ... იგივე აზრის ვიქნები თქვენს ასაკში,დრო გადის და ხანდახან უკან იხედები და ფიქრობ რა დავტოვე,რა გავაკეთე კარგი ცუდის გარდა,საერთოდ აზრი თუ გააჩნია ჩემს არსებობას ...
ნამდვილად გააჩნია აზრი,თქვენ გყავთ შვილები,მეუღლე,ბევრი კარგი მოგონება,ამავე დროულად ბევრი ის რისი გაკეთებაც ვერ მოასწარით და ვერ განახორციელეთ ... ყველა ადამიანის ბედი და ცხოვრება ამით მთავრდება,ჯერ ხარ პატარა,შემდეგ მოზარდი,ასაკში შესული ადამიანი,საბოლოოდ მოდის სიბერე რომელსაც ვერსად - ვერავინ გაექცევა.ასეთია ჩვენი რეალობა და ადამიანის აზრი,დაიბადო რამე დატოვო და დროულად წახვიდე (დროულად აბა როგორ,ისედაც მოკლეა ეს ცხოვრება) ხელების ჩაქნევაც არ შეიძლება,რაც შეიძლება მეტი პოზიტივი და ყოველ დღით გახარება.ხანდახან ამის გაკეთება ძნელია მაგრამ უნდა შევეცადოთ მაინც ... და ახლობელი ხალხიც წარმავალი რაღაცააა,დღეს გყავს ხვალ აღარ გყავს,მაგრამ გარკვეული წრე ცხოვრების ბოლომდე რჩება

Жизнь прекрасна ... (ალბათ)