რა გინდა, ტიკინასავით თუ პატარა ლილიპუტივით გამოვიდეს და ღამეზე და სიყვარულზე იმღეროს? ნინი ქარსელაძეს რომ ხომ ჰქონდა "საბავშვო რეპერტუარი" და 12 წლის ასაკის გოგოსთვის მაგის მართლმადიდებელმა, მკაცრად აღზრდილმა დედიკომ შეუკვეთა სიმღერა "დამშვიდობება ბავშვობასთან".
ან იქნებ ის მოგწონს ჰიუსტონის და მერაია ქერის რეპერტუარის კოპირებას რომ ასწავლიან თითისტოლებს?
Registration Formარასოდეს ისეთი სწორი არჩევანი არ გაუკეთებიათ ჩვენს ჟიურის წევრებს, როგორც ამ შემთხვევაში. ჯერ ერთი - ბავშვი არის ხალასი, ბუნებრივად ბავშვურად თამამი,მღერის ქართულს, მოძრაობს კარგად, სიცოცხლე და ხალისი შემოაქვს. სწორედ ეგ არის მისი ყველაზე დიდი ღირსება, რომ ლტოლვილობას მისთვის კომპლექსი არ გაუჩენია და რაც შეეხება სლმღერას, ნანა სამხარაძეს არ ეშლება, როგორ იმუშაოს ბავშვებთან. რამდენჯერაც მისი მოსწავლეებისთვის მომისმენია სხვადასხვა ღონისძიებებზე, ყოველთვის ფაქტი სახეზეა - პედაგოგის სწორი ნამუშევარი!
სამწუხაროდ, ჩვენთან მოსწონთ ძირითადად ისეთი ბავშვები, არაბავშვური იერით და არაბავშვური რეპერტუარით რომ გამოდიან და ჩაცმულობაც შესაბამისად არაბავშვური აქვთ!
მარიამი ძალიან კარგად გამოვიდა. ნომერი მშვენივრად იყო დადგმული და სწორედ ქართულმა კოლორიტმა ითამაშა დიდი როლი.
გასაგებია, რომ ხმის მიცემა დიასპორაზე იყო დამოკიდებული და ჩვენი დიასპორა სომხებს ვერ შეედრება!
თუ სხვანაირი შეფასება იქნებოდა, მაშინ რუსი გოგონა ნამდვილად პირველი უნდა ყოფილიყო(თუმცა პირადად მე არ გამიხარდებოდა და თუ რატომ.... )უკრაინელიც კარგი იყო, სერბი ნამდვილი პრინცესაა და კინოშნიკებს თუ ტვინი აქვთ, უნდა გამოიყენონ! შვედიც კარგი იყო, ლიტველის ნომერიც კარგად იყო დადგმული.
მოდი რაა, დავჯერდეთ რაც მოგვცეს, ხომ ნაღდია, რომ ამასაც არ ველოდით?
მარიამმა გაგვიმართლა და წარმატება ვუსურვოთ!