რამდენიმე პოსტს გადავხედე და ბოღმები პირდაპირ მონიტორიდან იღვრება რა ...

ფორუმზე ყველა ანგელოზია...
ფორუმელები არ სცოდავენ...
თავისუფლები და პროგრესულები არიან...ნიჭიერები, ჭკვიანები, განათლებულები... ეს დამპალი საზოგადოება არ აძლევთ გასაქანს უბრალოდ

გული ამიჩუყდა...

მოდით საკუთარ თავს კითხეთ:
1. რას აკეთებთ იმისთვის რომ უკეთესი იყოს საზოგადობა?\
2. დარწმუნებული ხარ რომ არასოდეს გადაგიფურთხებია ქუჩაში?
3. ქალისთვის არასოდეს გაგირტყამს ხელი?
4. არასოდეს იგინები? (მდედრობითი სქესის გვერდითაც კი)
5. არაქალიშვილისთვის არასოდეს გიწოდებია ბოზი?
6. არასოდეს გიფიქრია რომ რადგან განათხოვარია ადვილი შესაბმელია?
7. არასოდეს შეგიხედია სხვისთვის ბოროტად?
8. დარწმუნებული ხარ რომ არასოდეს შეგიტანია წვლილი რომ ეს საზოგადოება უფრო ცუდი გამხდარიყო?
(ეს უბრალოდ ამ ფორუმის აქტუალური თემებია...)
მე მიფიქრია... მითქვია... დარწმუენბული ვარ თქვენც...
აბა რას ხედავთ იმაში სასიამოვნოს ერთმანეთს უძახოთ მე შენზე უფრო ანგელოზი ვარ და შენზე მაღლა ვაფრენო? ნუ მაინც თქვენი საქმეა... ფორუმი ხომ ანგელოზების ქალაქია... ხოდა იფრინეთ აქ ბატონო... მაინც ვერავინ ხედავს თქვენ გაფრენა/აფრენებს

P.S
მეც მეზიზღება ეს ქვეყანა... მეზიზღება ეს აზროვნება... ეს მენტალიტეტი.... მაგრამ ვიცი, რომ აქაც და აფრიკაშიც მე ისევ მე ვიქნები... და ჩემი გარემო, ჩემი ფიქრია და ჩემი შეხედულებებია სამყაროზე...
This post has been edited by SoulTaker on 23 Jan 2008, 12:22