მოგესალმებით ველოსპორტის მოყვარულებო

ვის, თუ არა თქვენ, უდ\ნდა გკითხოთ ის, რაც უნდა გკითხოთ

მოკლედ რა ხდება, ქალაქგარეთ ველოსპორტი და კაი ცხოვრება რომ კარგია გასაგებია. მაინტერესებს რამდენად ღირს, რომ შევიძინო ველოსიპედი ქალაქში გადაადგილებისათვის. საქმე იმაშია, რომ ვმოძრაობ ბევრს და საკმაოდ შორ დისტანციებზე, შესაბამისად ძირითად დროს ვატარებ საცობებში და ა.შ. ველოსიპედთან ყოველთვის ახლომეგობრული დამოკიდებულება მქონდა და 2 ერთეული მყავს გამოსალმებული სიცოცხლეს

მაგრამ ეს ზაფხულობით და აი ქალაქში, სამსახურში წასასვლელ წამოსასვლელად და ა.შ. არ გამომიყენებია.
ჰოდა მაინტერესებს, რამდენად ღირს რომ შევიძინო და ვიმოძრავო თბილისში ველოსიპედით. გასაგებია რომ მანქანების მუდმივი საფრთხის ქვეშ ვიქნები

საშუალოდ რა ჯდება ისეთი ველოსიპედი, რომელიც ყ*&*ბს არ ჩამომიღებს

ყოველ 200 მეტრში არ გაფუჭდება და თავის საქმეს შეასრულებს იმის ფონზე, რომ მე ცივ ნიავს არ მივაკარებ

მოკლედ თუ რამე არაკორექტულად ვიკითხე მე მაპატიეთ, მაგრამ რა მინდა ზოგადად ალბათ გასაგებია