გადავწყვიტე ამ ისედაც მძიმე ტრაგიკულ თემაში ირონიულ-იუმორისტული ფერი შემოვიტანო, და სარკედ ჩავდგა, რათა/იქნებ ბევრმა თავისი თავი ამოიცნოს, იმ შემთხვევაში თუ ბედკრულ საქართველოში გეი კარნავალი ჩატარდა... რეზო გაბიაძის "შერეკილების დახმარებით...
ნაწყვეტი შერეკილებიდან, როცა ქუთაისში სამოქალაქო ჩხუბი იწყება:
"უბანმა გაიღვიძა, გაიღვიძა ქალაქმაც, აკიაფდა ჭრაქები. ყველამ ნემეცის ქუჩას მიაშურა. იფეთა საუკუნეობით დაგროვილმა სტიქიურმა ძალამ. არაცინ კითხულობდა ვინ-ვის, რატომ და რისთვის ურტყამდა. მამის, პატარის, დიდის, ქალის გარჩევა მოიშალა.
მოცელეს ღობეები, გათელეს ბაღები, ბოსტნები, ბორცვ-გორები, გაწიეს გვერძე საქართველო. თევზი ნაპირს მოშორდა და სილაში ჩაიმარხა. ჩიტმა ცა გამოიცვალა. გახურდა ჩხუბი, აღდგა იმერეთი! დაიღო კარი ლხინისა!..
მარგოშიამ ქუჩის კუთხეში ბაგრატ მეფის ჟამს ჩასმული ქვა ამოაძრო და უმიზნოდ ცაში ისროლა. ვიღაცამ, ასევე უმოზნოდ, ქოსა ძაღლს სტაცა ხელი და ლეღვის ხეზე ააგდო. ქუჩაში თბილი ლეღვების წვიმა წამოვიდა.
სილოვან ბლიკვაძე ღორის ნაწლავებით ახრჩობდა ენუქი ფურცხვანიძეს. მაზლისცოლების დანახვაზე დარუშა შავგულიძემ ბავშვიანი აკვანი კორკიმელზე ჩამოკიდა და ჩხუბში ჩაება უბრალო ქვით. გულვარდში ბუზიკამ დასცხო, იაშა ფლეიშმანი პანჩურით დირიჟორობდა ორკესტრს.
ხეზე ჩამოკიდებულმა პატარამ არტახები აიწყვიტა და შიბაქით ამოუგდო თვალი ხრესილის ომის ვეტერანს პაშა აბაშიძეს......"
"შვანგირაძემ ახეული ყური ჯიბეში შეინახა და გოგისვანიძეს თავი დაუშინა გატაცებით.
რაჭველები გუბერნატორის როიალით კედლებს ანგრევდნენ. ბურჯანაძე შუბლაძეს დამალ მაღალ კბილებს ერთ ზომაზე უყენებდა."
"გვერდებშემტვრეული მეწურბელე გაჩეჩილაძე ნათესავებმა გოდრით გაიყვანეს ბრძოლის ველიდან და დაბიჯებული თავის აღსადგენად ექიმ მინოვიჩთან გააქანეს, მაგრამ ერთმანეთში უსიამოვნების გამო ხიდიდან ჩაუვარდათ რიონის საიქიოში.
- მე ვიცი შენი წამალი! - უკივლა ციხის უფროსს კუთხეში გამომწყვდეულმა ექიმმა და სანიტარს უბრძანა: - ანტიძაღლინ!
განსწავლულმა სანიტარმა კეტი მიაწოდა ექიმს და ამ უკანასკნელმა მკლავის სიმსხო ანტიძაღლინუს წამწამსა და წამწამს შუა რეკა ხუტას ისე, რომ ბაღნარს ბოსტანსაც ვერ ეტყოდით.
გაჩეჩილაძე საიქიოდან ამოხტა და თავი ბურღივით შეუშვა ჩხუბში.
შაშიკო პალიკოს უფერადებდა სახეს მეჭეჭიანი კვახივით მუშტით, ფრთებდაპუტული არწივები ინდაურებივით დარბოდნენ ქუჩებში.
ბარე სამოცი კაცი ცხვირგატეხილი დარბოდა, მარგალიტას სახლიდან ტაშტებით აქცევდნენ სისხლს. "
"-გამოუშვით შმაგები! - ბოლოს წამს იყვირა ხუტას ქვეშ მოყოლილმა ფსიქიატრმა.
-ორსულები გაიყვანეთ! - მიხვდა ვიღაც ღვთისნიერი.
სულ რამდენიმე წუთში ნეო-ნერვო-კლინიკის მხრიდან. შმაგების ტოტალური რაზმი შემოიჭრა. მაშინ ქიმია არ იყო, ვაშლში ჭია ცხოვრობდა, რძე ქვაბიდან გადადიოდა, გიჟი გიჟობდა და შმაგი შმაგობდა. ბრძოლაში შმაგები ჩაებნენ. ერთმა, ყველაზე ჩქარა მდუღარემ, ხუტას ცხენს კბილებით ააგლიჯა ნალები................................"
ისეთი შთაბეჭდილება მჩება, რომ ამ იუმორისტულ - (და სინამდვილეში) ტრაგიკული სიტუაციიდან ჯერ ვერ გამოოსულა და კარგა ხანს ვერ გამოვა "ღვთისმშობლის წილხვედრი" ქვეყანა .............................