შვილები უნდა განასხვავო, აბა როგორ იქნება? აი გამორჩევა სისულელეა გეთანხმები..
უნდა განასხვავოოოო

ჯარისკაცებივით ხომ არ მიუდგები

სხვათა შორის, დამატებით დავარქვი ყველას ცალცალკე:
პირველი - სიხარულია! მომესწრო უკვე, კაცობს, ჩემს თავს მაგონებს, რომ გვეყოლა თვითონ ბავშვის ჭკუა მქონდა ჯერ, შვილით ვამაყობდი, და ა.შ.... ამას რა დამავიწყებს მითხარი ერთი
მეორე - სიყვარული
მესამე - სიცოცხლე
მეოთხე უკვე დაღვინებულს შემეძინა - მამის ოცნება
მეხუთეს მამის იმედს ვეძახი
მეექვსეს - მამის სასწაულს
აბა არ არის ეს განსხვავება?