ჩემი შთაბეჭდილებები
ბავშვობაში დავდიოდი თხილამურებზე და რაც დავანებე იმის მერე გუდაურში აღარ მისრიალია, დავდიოდი ძირითადად ბაკურიანში - ესე მოხდა, გუდაურის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს

ხოდა მოკლედ კვირას გახლდით, ვისრიალე კუდებზე, სხვაგან ბევრი ხალხი იყო და აზრი არ ჰკონდა. მთელი დღე კუდებზე სრიალისაგან ერთი კუნთიც არ დამღლია ფეხზე. სრიალიც რაღაც ერთფეროვანი იყო.
ბოლო დაშვებაზე კი ბატონო, მთელი ტრასა რო ცავიარე იცოცხლე ისე დავიღალე

ერთი ორჯერ მივგორდი კიდეც გზაში, აქაოდა სხვებს ველოდები თქო

ბაკურიანში კოხტაზე მთელი დღე ვერ ვძლებ ისე ვიღლები, ამასთან "ბუგორებზე" ყოველი ჩამოსვლა განსხვავებულია და ყოველთვის მუღამია, რაღაც აზარტი - ეხლა ამ ბუგორზე ავხტები, ეხლა იმას მოვუვლი

გაუკვალავიც ბაკურიანში უფრო მომეწონა, ეს ალბათ დროითაა გამოწვეული. ბაკურიანში რატომღაც მუხლებამდეა ხოლმე ყოველთვის, გუდაურში კიდევ "დამჯდარი" იყო.
გუდაურს შევადარებდი კოხტაზე პლატოს.
თქვენ რას იტყვით კოლეგებო?
პისი: კუდებზე მობუგორო რაღაცაზე რო გადავიარე, მარჯვენა თხილამური გამძვრა

მაგარი ვიკოტრიალე
This post has been edited by dgk on 6 Mar 2008, 18:16