http://www.youtube.com/watch?v=EX-5V1B4LiYლექსი-დ.გვიშიანი, მუსიკა-ვ.აზარაშვილი
სუბსარქისის ქარო, შუშაბანდებს გაჰყე,
ორთაჭალის ბაღში ჩემი სატრფო ნახე,
დაუკოცნე თვალი, ბაგე-ტუჩის ლალი
და წაჰკიდე გულზე სიყვარულის ალი.
მოეფერე ქარო, შემოხვიე მკლავი
და უმღერე ჰანგი-გულის მოსაკლავი,
დაუკოცნე თვალი, ბაგე-ტუჩის ლალი
და წაჰკიდე გულზე სიყვარულის ალი.
უთხარი, რომ მასთან შეკრული ვარ ფიცით
და სალოცავ ხატთან სანთელივით ვიწვი.
სუბსარქისის დღეა და ქარები ჰქრიან,
დღეს თუ მოვა, თორემ ხვალ იქნება გვიან.
მოეფერე ქარო, შემოხვიე მკლავი
და უმღერე ჰანგი-გულის მოსაკლავი,
სუბსარქისის ქარო, შუშაბანდებს გაჰყე,
ორთაჭალის ბაღში ჩემი სატრფო ნახე,
ჩემი სატრფო ნახე...
This post has been edited by nia4u on 6 Mar 2013, 15:55