იოგას სუნთქვითი ვარჯიშები ძალიან კარგად უწყობს ხელს სიგარეტის გადაგდებას და მის შემდგომ პერიოდს. ჯერ ზოგადად სწორი სუნთქვის შესახებ:
პრანაიამა
ინდოეთში ძველთაგანვე იყო ცნობილი სწორი სუნთქვის დიდი მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დაახლოებით 2100 წლის წინ პატანჯალის მიერ შექმნილი სისტემის მეოთხე მუხლი - პრანაიამა მთლიანად ეთმობა სწორი სუნთქვის შესწავლის საკითხებს. იოგას სისტემის უდიდესი წარმომადგენლები მიდიან ინ დასკვნამდე, რომ "სიცოცხლე განისაზღვრება არა წლების, არამედ სუნთქვის რაოდენობით".
ძველ ინდოელებს სჯეროდათ, რომ ატმოსფეროში ჰაერის გარდა არსებობს ე.წ. მაცოცხლებელი ძალა ანუ პრანა, რომელიც ყოველგვარი ენერგიისა და ძალის სულის ჩამდგმელია. პრანათი გაჟღენთილია ყოველი არსება და საგანი. ასე რომ, პრანა წარმოადგენს სამყაროს არსებობის წყაროსა და ენერგიას. იგი "სუნთქვაა მსოფლიო სულისა," ადამიანის არსებობაც დამოკიდებულია ამ "კოსმოსური სუნთქვის" მცირე ნაწილზე, რომელსაც ღებულობს მსოფლიო ენერგიის ოკეანის - პრანასაგან.
"პრანა" სანსკრიტულად ნიშნავს სუნთქვას, შესუნთქვას, სიცოცხლეს, ძალას, ენერგიას. "იამა" ნიშნავს გაფართოებას, გავრცობას, შეკავებას, შეჩერებას. ამ ორი ფუძის კომბინაცია ნიშნავს სუნთქვის გაგრძელებასა და მის კონტროლს.
პრანა ადამიანის სხეულში ორი არხით(ნადით) მოძრაობს. ეს ორი არხი(პინგალა და იდა) ნესტოებში იღებენ სათავეს და ხერხემლის დაბოლოებაზე კუდუსუნის ძვალთან უერთდებიან ერთმანეთს. პინგალა და იდა ხერხემლის გასწვრივ რამდენჯერმე გადაკვეთენ მთავარ არხს(სუშუმნა ნადის), რომელიც თვით ხერხემალში მდებარეობს. ამ ორი არხის გადაკვეთის წერტილები "ჩაკრებად" ანუ რგოლებად არის ცნობილი, რომელთაც გარკვეული ფუნქციები აკისრიათ.
როგორც აღვნიშნეთ, პრანა წარმოადგენს ძალას, ენერგიას, მაგნეტიზმს და ელექტრობას. ადამიანის ორგანიზმში იგი განაგებს სისხლის მიმოქცევას, სეკრეციებს, მონელების პროცესებს და გაწმენდას. ასევე მონაწილეობს ადამიანის მოქმედებაში, მოძრაობაში, აზროვნებაში, ლაპარაკში და ა.შ. პრანით გაჯერებულია ყველა უჯრედი. პრანა მიიღება მზის ენერგიიდან, საკვებიდან, ჰაერიდან, წყლიდან, რადგან იგი ყველაფერში შედის.
პრანაიამას დაუფლება გვაჩვევს სუნთქვის მოწესრიგებას, რითაც შეიძლება კონტროლი გავუწიოთ მთელ ორგანიზმს. სუნთქვის მართვას რომ შევძლებთ, ჩვენ შევძლებთ ვმართოთ ჩვენი ცხოვრებას, აქედან გამომდინარე, კონტროლი გავუწიოთ ჩვენს მოქმედებას, აზროვნებას, სქესობრივ ლტოლვას და მთლიანად ორგანიზმის ჯანმრთელობას.
პრანაიამა ე.ი. მოწესრიგებული სუნთქვა აგვაცილებს ყოველგვარ დაავადებას, აუმჯობესებს ჯანმრთელობას, აძლიერებს მონელებას, ჭამის მადას, ნერვულ სისტემას, გვაშორებს დაძაბუნებას და ახალისებს მთელ ორგანიზმს, რადგან შესუნთქვის დროს ფილტვებში ხდება სისხლის წითელი ბურთულაკების გამდიდრება ჟანგბადით და ეს სასიცოცხლო ენერგია სისხლის ნაკადით მიეწოდება ყველა უჯრედს და კვებავს მას. ორგანიზმში წვისას ჟანგბადი გარდაიქმნება ნახჟირორჟანგად, რომელიც ამოსუნთქვისას გამოიყოფა გარეთ და მასთან ერთად გამოიდევნება ორგანიზმისთვის მავნე და მომშხამავი აირები.
ასანებთან(ვარჯიშებთან) შერწყმული პრანაიამა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების საიმედო საშუალებაა.
სუნთქვითი ვარჯიშები სხვადასხვა სახისაა. პირველყოვლისა დამწყები სწავლობს მუცლის შეწევასა და გამოწევას. ეს უჰაეროდ იქნება თუ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით, ამ შენთხვევაში ამას არა აქვს მნიშვნელობა. მუცლის (დიაფრაგმის) შეწევა-გამოწევის შესწავლის შემდეგ იწყება სუნთქვითი გამწმენდი ვარჯიშები, ესენია კაპალბხატი და ბხასტრიკა.
1. განწმენდი სუნთქვის კაპალბხატის შესრულების ტექნიკა
საერთოდ, როგორც წესი, ყველა სუნთქვითი ვარჯიში იწყება ენერგიული ამოსუნთქვით. კაპალბხატი სრულდება მუცლის (დიაფრაგმის) ხერხემლისკენ ენერგიული შეწევით - "ჩარტყმით." ამ დროს ფილტვებიდან ამოვარდება ჰაერი. ჩასუნთქვა კი ხდება ნებისმიერად, თავისუფლად. დიაფრაგმის "ჩარტყმა" ხდება ერთ თვლაში; ამის შემდეგ ტემპის ნორმალური შენელებისათვის უნდა დავითვალოთ სამამდე (ჩასუნთქვის დრო) და ამგვარად ყოველი მომდევნო დიაფრაგმის "ჩარტყმა" თვლით მეოთხე იქნება.
ასე უნდა გავიმეოროთ მანამ, სანამ არ აღვიქვამთ და განვსაზღვრავთ გონებით დროის ინტერვალს - მერე თვლა აღარ დაგვჭირდება.
2. გამწმენდი სუნთქვა ბხასტრიკა
ბხასტრიკაც ამგვარადვე სრულდება, მაგრამ განსხვავებაა ტემპში. ეს გამწმენდი სუნთქვა სრულდება ჩქარი ტემპით - "ჩარტყმაც" და ჩასუნთქვა, ე.ი. ამოსუნთქვა-ჩასუნთქვა ხდება ერთ თვლაში.
ეს სტატიები ამოვიღე მიხეილ ლაშხიას წიგნიდან "იოგა-თერაპია". საღამოს სხვა სავარჯიშოებსაც ავკრეფ