ვო! მანდ ვარ მეც

არ მინახია ოდესმე ვინმეს დაეგეგმოს სპეციალურად დღე და წუთი და მართლა დაენებებინოს

თუ მართლა ანებებენ უცებ ხდება ხოლმე.. დაუგეგმავად.. "ერთი მაგის დედაც @#$@"ის პრინციპით.
საშუალოდ აქტიური მწეველი ვიყავი და ერთხელ 4 წლის წინ იძულებით მომიწია დანებება (1 წლის განმავლობაში)
მეორედ - სხვისი ხათრით. 1 თვე გავქაჩე, მერე ნერვებმა მიმტყუნა და ისევ დავიწყე. ვეწეოდი 2 წელიწადზე მეტს და რამოდენიმეჯერ ვცადე დანებება, მაგრამ ერთი ორ დღეს ვქაჩავდი და მერე ისევ მივეძალებოდი ხოლმე.
ბოლოს დაახლოებით 10 თვის წინ დავანებე ოღონდ თითქმის არასოდეს არ ვამბობ ხოლმე გადავაგდე თქო

იმიტომ რომ ხეზ როდის დავიწყებ. შეიძლება 1 წელიწადში, შეიძლება 10 წელიწადში და შეიძლება ხვალ.. თუმცა შეიძლება აღარც მოვწიო საერთოდ.
ისიც გამიგია 30 წლის მერე რომ გადაუგდიათ და ისიც 15 წლის პაუზის მერე რომ დაუწყიათ ისევ.
ყოველ შემთხვევაში რახან ერთხელ აქტიური მწეველი ვიყავი აწი პოტენციური მწეველი ვარ მინდა თუ არ მინდა! ამიტომ 10 თვის მერეც ვამბობ რომ პაუზა მაქვს და ვნახოთ რამდენი ხანი გაგრძელდება თქო

სიგარეტის ბოლი მაღიზიანებს და ცუდ ხასიათზე მაყენებს. ქუჩაში ვინმე რომ მიდის ხოლმე ჩემს წინ და აბოლებს ვცდილობ ან გავასწრო ან სხვა მხარეს გადავიდე

თან სუნთქვას ვიკავებ ხოლმე.
სადაც სიგარეტის კვამლია იმ კამპანიაში ვერ ვჩერდები ხოლმე თუ აუცილებელი არაა. რამდენჯერაც ბოლო პერიოდში რამეზე ვინერვიულე და ცოტათი მაინც სიგარეტისკენ გაიწია ხელმა იმდენჯერ მაგრად დავტუქსე თავი და არ მოვწიე საკუთარი ხუშტურების ჯინაზე

გარემოც ხელს მიწყობს რაც მთავარია