გამარჯობათ ხალხო 
ეს ჩემი მესამასიათასე პოსტია და ამიტომ მინდა კითხვით აღვნიშნო ის

იმედი მაქვს, კითხვა ძალიან რთული არ იქნება!
კითხვა:ის XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსია და თავის ''ნეგატიურ დიალექტიკაში''
მასზე მსჯელობას ბავშვობისდროინდელი უსიამოვნო მოგონებების ფონზე წარმართავს და მოგვითხრობს, თუ როგორ ატყავებდნენ განადგურებულ ძაღლებს.
მის ამ ''ინფანტილური'' მემუარებში მთავარი და არსებითი ის შთაბეჭდილებაა, რომელსაც ბავშვზე ახდენდა, თურმე, ძაღლების ლეშის სუნი; ამ სუნს,
''ფრანკფურტელთა'' ლიდერი, მოგვიანებით ასოციაციურად დაუკავშირებს
იმას, რაც თავისი ''უზენაესი ღირებულებების'' დამკვიდრების საბაბით ანალოგიურად ''აქოთებს'' ირგვლივ ყოველივეს; და ისევე როგორც სისუფთავისა და სტერილურობის ნიშანს /საპონს/ ემსხვერპლებიან ძაღლები, ასევე ეწირება
მისი ღირებულებების განხორციელებას, სიცოცხლე, ვიტალურობა. ძაღლების მძორის შემძარავი სუნი მოზრდილი ''ფრანკფურტელისთვის'' ცოდნად იქცა იმისა, თუ რა ნიშნავს
იგი, რომელიც ''ყარს''. ''ამგვარი
იგი დამნაშავეა, ხოლო მისი დამცველი თანამზრახველი ხდება'' - თვლის ფილოსოფოსი.
ახლა შეკითხვა: რომელ ფილოსოფოსზეა საუბარი და რას ადარებს იგი ძაღლის ლეშის სუნს?. This post has been edited by Natuka NGN on 25 Mar 2008, 20:03