თუ ამ თემაში ჩემი პოსტები წაიკითხე, ნახავდი, რომ მე არ ვთვლი რომ უცხოეთში წასვლა გამოსავალია.
ის, რომ თავს ამ სოციუმში ცუდად გრძნობ, მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შენ პროგრესული იმპულსის მატარებელი ხარ.

დღეს საქართველოში კულტურული თვალსაზრისით დიდი მამათა-და შვილთა ბრძოლა მიდის. მაგრამ ეს ეხება არა მხოლოდ თაობებს, არამედ უფრო თაობებთან ასოცირებულ ღირებულებებს. ხოდა ამ ღირებულებათა ბრძოლაში ძალიან საჭიროა შენნაირი, ჩემნაირი და კიდევ იმ ჩემი ნაცნობებისნაირი "ჯარისკაცები" ვინც არც ხაჭაპურის კულტს იზიარებს და არც კიდევ სხვა მარავალ მარაზმს.
უნდა მოძებნო ისეთი ადამიანები, რომლებიც შენნაირად ფიქრობენ. იარე სემინარებზე საჯარო ბიბლიოთეკაში, დისკუსიებზე ბიოლის ფონდში, კავკასიურ სახლში....
იქ ბევრს ნახავ ისეთს, ვინც შენნაირად ფიქრობს და მერე თავს არც ისე მარტო და ცუდად იგრძნობ.