სიკვდილის ანგელოზები:

ვალტრაუდ ვაგნერი

ირენ ლაიდოლფი

მარია გრუბერი

სტეფანია მაიერი
ქალბატონი ჯულია დრაპალი ერთ დროს კაშკაშა ვარსკვლავად ითვლებოდა. ვენის საიმპერატორო თეატრის პრიმა ბალერინას აღფრთოვანებით ეგებებოდნენ მსოფლოს ყველაზე განთქმულ დარბაზებში. ის ცეკვავდა ხუთივე კონტინენტის მონარქებისა თუ სახელმწიფოთა მეთაურებისთვის და მეგობრობდა კიდეც მათთან. თავის მშობლიურ ავსტრიაში კი ჯულია ცოცხალ ლეგენდად ითვლებოდა. თუმცა დრო და ფორტუნა ცვალებადია და თუ 50-იან წლებში დრაპალზე მილიონობით ადამიანი კარგავდა ჭკუას, 80-იან წლების ბოლოს ის უკვე აღარავის ახსოვდა... 1988 წელი პრიმადონას ცხოვრებაში უმძიმესი გამოდგა. ყველასგან მიტოვებული და დავიწყებული ჯულია დრაპალი საკუთარ მეუღლესაც მობეზრდა და დაძლურებული, ავადმყოფი ქალი მოხუცებულთა სახლის საავადმყოფოში გაისტუმრა.
საავადმყოფო "ლაინცი" რომელიც დღესაც არსებობს ვენაში, მნახველზე მეტად უსიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს. 1840 წელს აგებული ეს ვეებერთელა და პირქუში შენობა ათწლეულების მანძილზე არ შეკეთებულა და ამის გამო ნგრევის პირასაა მისული. ნაგებობის შედარებით უკეთ შემონახულ ნაწილში მდებარე სამკურნალო დაწესებულება უკანასკნელ დრომდე ღარიბი მოხუცებისთვის იყო განკუთვნილი და 200-მდე პაციენტს იტევდა. ექს-ვარსკვლავი ქალბატონიც მათ შორის აღოჩნდა.
მატერიალურმა გაჭირვებამ და ავადმყოფობამ მაინც ვერ მოაშლევინა დრაპალს ვარსკვლავისთვის დამახასიათებელი კაპრიზები და მოხუცთა საავადმყოფოში მოხვედრისთანავე იქ მომსახურე პერსონალს მისდამი სრული მორჩილება მოსთხოვა.. ექიმები და ექთნები ასეთ პაციენტებს შეჩვეულნი იყვნენ და დრაპალისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. მაგრამ "ლაინცში" მუშაობდა 4 ადამიანი, რომლებმაცჭირვეული ქალბატონი იმთავითვე შეიყვანეს "შავ სიაში".
ამ ოთხეულს შეადგენდნენ ღამის ცვლაში მომუშავე 4 მედდა.
ისინი თავიანთ თავს ამ საავადმყოფოს ბატონ-პატრონად მიიჩნევდნენ და აყალმაყალის ამტეხ პაციენტებს სასტიკად უსწორდებოდნენ. "უფასო მოგზაურობა ღმერთთან" - ასე უწოდებდნენ მედდები აუტანელი ხასიათის პაციენტების წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებას. რამდენიმე წლის მანძილზე მათ ამ საავადმყოფოს 50-მდე პაციენტი გამოასალმა სიცოცხლეს.
მკვლელთა ჯგუფის მეთაური გახლდათ ვალტრაუდ ვაგნერი - 31 წლის შეუხედავი ქალბატონი, რომელსაც ადამიანთა მკვლელობა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. მის მოადგილედ ითვლებოდა 28 წლის ირენ ლაიდოლფი. ერთხელ ირენმა დაინახა როგორ მოწამლა ვაგნერმა ჭირვეული მოხუცი ქალი. ირენმა კოლეგა არ დააბეზღა, ძალიან მალე კი ვაგნერის შთაგონებით თავადაც გახდა მკვლელი. მოგვიანებით სენსაციურ სასამართლო პროცესზე ორივე აცხადებს - დარწმუნებული ვიყავით ჩვენი ქმედებებით მოხუცებს ზედმეტი ტანჯვისგან ვათავისუფლებდითო...
დაახლოებით 1 წლის შემდეგ, როცა მათ მიერ მოკლულთა რიცხვმა 10-ს მიაღწია, ვაგნერმა კიდევ 2 მედდის - მარია გრუბერის და სტეფანია მაიერის გადმობირება შეძლო. საერთოდ ვაგნერს ადამიანთა დამორჩილების არაჩვეულებრივი უნარი გააჩნდა - ხელქვეითები მუდამ უსიტყვოდ ასრულებდნენ მის ბრძანებებს. გარდაცვლილთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა, თუმცა ყველაფერი ისე გამოიყურებოდა თითქოს მოხუცები თავისი სიკვდილით იხოცებოდნენ და დიდი ხნის მანძილზე ეჭვიც კი არავის გასჩენია რომ საქმე სხვანაირად იყო.
- დროა წამალი მიიღოთ ქალბატონო ჯულია, - თქვა ვალტრაუდ ვაგნერმა და ყოფილი ბალერინის საწოლს მტკიცე ნაბიჯით მიუახლოვდა.
- გაეთრიეთ! თავად ვიცი როდის უნდა მივიღო წამალი, განაცხადა ჯულია დრაპალმა. მისი მხრიდან ეს მეტად წინდაუხედავი ნაბიჯი იყო - "ლაინცში" ავადმყოფი გაცილებით ნაკლები უხეშობისთვისაც გაუსტუმრებიათ საიქიოში...
მეზობელ საწოლებზე მყოფი მოხუცები გაისუსნენ.მათ იცოდნენ რომ ვაგნერი დრაპალს მაინც ჩაასხავდა პირში სითხეს და პაციენტი მალე აუცილებლად გარდაიცვლებოდა.მაგრამ ისიც იცოდნენ რომ ცნობისმოყვარეობა დამღუპველი რამ არის, ამიტომ ქალბატონ ჯულიას ზურგი აქციეს და თვალები დახუჭეს.
-ირენ, მობრძანდი აქ! - გაისმა ვაგნერის გაბზარული და ავისმომასწავებელი ხმა. ირენ ლაიდოლფი უმალ ეახლა მეთაურს, რომელიც სასტიკად ვერ იტანდა ზოზინს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც პაციენტს "სპეციალური წამალი" ეძლეოდა.
- დაიჭირე რომ განძრევა ვერ მოახერხოს! ბრძანება გასცა ვაგნერმა. მისი მოადგილე ავადმყოფს მკლავებში სწვდა, საწოლს მიაკრა და იატაკს დააშტერდა, რათა ჯულიას გაფართოებული თვალები და ვაგნერის საზარელი ღიმილი არ დაენახა.
ვალტრაუდმა ბალერინას ცალი ხელი ცხვირზე მოუჭირა და მეორეთი მის ტუჩებთან სითხით სავსე ჭიქა მიიტანა. წამიც და "წამალი" მოხუცის პირში აღმოჩნდა. უბედური სითხის ამოფურთხებას ცდილობდა, მაგრამ ვაგნერმა მასსწრაფად ააფარა პირზე ხელი. ჭიქაში მხოლოდ და მხოლოდ წყალი ესხა ყოველგვარი ზედმეტი მინარევების გარეშე, თუმცა მოხუცის მოსაკლავად ესეც საკმარისი აღმოჩნდა. აუვსო რა ყელი სითხით და არ მისცა სუნთქვის საშუალება, ვაგნერმა მოხუცი ფაქტობრივად 1 ჭიქა წყლით დაახრჩო.
ნახევარი საათის შემდეგ"სასწრაფოდ" გამოძახებულმა ექიმმა გვამი დაათვალიერა, შემდეგ გაკვეთა და დაასკვნა რომ ავადმყოფი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალაო.
მალე "ლაინციდან" კიდევ 1 გვამი გამოასვენეს. მკვლელებმა 86 წლის მოხუცის მოკვლა ისევ ჭიქა წყლის საშუალებით გადაწყვიტეს და ჩანაფიქრი თითქმის განახორციელეს, მაგრამ როდესაც მსხვერპლს მოცილდნენ ბერიკაცი გონზე მოვიდა და გაქცევა სცადა. ურჩი პაციენტის დასასჯელად ვაგნერი ქირურგიული დანით შეიარაღდა. მის დანახვაზე მოხუცი მუხლებზე დაეცა და განწირული ყვირილი ატეცა, მაგრამ ამ საავადმყოფოში ასეთი ხმები არავის უკვირდა. ვალტრაუდმა მას თმაში ჩაავლო ხელი და მეორეთი ყელი გამოსჭრა. 1 საათის შემდეგ ახალგაზრდა "მანდილოსნებმა" გვამს თავი და კიდურები მოკვეთეს და საავადმყოფოს ეზოში დამარხეს. ბერიკაცის გაუჩინარება არავის შეუნიშნავს. პაციენტებმა კი დუმილი ამჯობინეს.
1988-1989 წლები ოთხეულისთვის ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა. მათ 27 პაციენტის მოკვლა მოახერხეს.
ერთ მშვენიერ დღეს ვაგნერმა დასვენება გამოაცხადა და ხელქვეითები საავადმყოფოს მახლობლად მდებარე ლუდის ბარში დაპატიჟა. მანდილოსნებმა ბევრი დალიეს. მთვრალმა ვაგნერმა სიფრთხილის გრძნობა დაკარგა და თანამზრაველებს სიტყვით მიმართა: - რას ჩამოგიშვიათ ცხვირები? იქნებ არ მოგწონთ რასაც ვაკეთებთ? ერთხელ და სამუდამოდ შეიგნეთ რომ ჭკუანაკლული ბებრუხანების დახოცვით მათვე ვეხმარებით! რა ჯანდაბად უნდათ სიცოცხლე? ისინი ხომ იტანჟებიან ავადმყოფობისგან და ტკივილისგან. ჩვენ მათი ერთადერთი მხსნელები ვართ და ამიტომაც გაუმარჟოს ჩვენს საქმეს, გაუმარჯოს სიკვდილს, რომელსაც მათთვის შვება მოაქვს! რაც მეტ მოხუცს მოვკლავთ მით უკეთეს იქნება!
ბარში ბნელოდა, მუსიკა იქაურობას აყრუებდა, მთვრალი ვენელები ხმამაღლა ყაყანებდნენ, მაგრამ იქვე იჯდა ერთი ადამიანი და ყურედღებით უსმენდა ვაგნერს. ეს კაცი "ლაინცის" სამედიცინო კონსულტანტი ლუდვიგ შოტცი იყო.რომელიც მხოლოდ გარეგნობით იცნობდა მედდებს. იფიქრა გავიცნობ თანამშრომლებსო მაგრამ როდესაც ვაგნერის ლაპარაკი გაიგონა იქვე ჩამოჯდა და ყური დაუგდო მედდების საუბარს. შემდეგ კი პოლიციას მიმართა.
მეორე დღეს "ლაინცში" ახალი ავადმყოფი - დაუძლურებული მამაკაცი მიიყვანეს. მის ავადმყოფობის ისტორიაში ეწერა რომ მისთვის წამალი მხოლოდ ექიმს უნდა მიეცა და რაიმე გართულების შემთხვევაში უნდა გამოეძახებინათ საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ბუნებით ეჭვიანი ვაგნერი საგონებელში ჩავარდა: "მსგავსი ყურადღებით მხოლოდ ძალიან მდიდრები ან თანამდებობის პირები თუ სარგებლობენ, მაგრამ ასეთებს ჩვენთან რომ არ ათავსებენ? შესაძლოა რაიმე იეჭვეს და ჯაშუში შემოაგზავნეს!"...
გადიოდა დღეები და პაციენტების ჯანმრთელობის მდგონარეობა გაუმჯობესდა. რა თქმა უნდა აღარავინ მომკვდარა. 2 კვირის შემდეგ პოლიციის ხელმძღვანელობამ პალატის "სტუმარი ავადმყოფი" დაავალებისგან გაათავისუფლა.
რაც პალატიდან პოლიციელი გაწერეს ვაგნერი კვლავ ეჭვობდა რომ მას უთვალთვალებდნენ ექიმების და სანიტრების საშუალებით. "თუ ისინი დაინახავენ როგორ ასხამს 2 მედდა ავადმყოფს პირში სითხეს, ყველაფერს მიხვდებიან, ამიტომაც კვლავ ინსულინის ნემსები უნდა გამოვიყენოო".ასე ფიქრობდა ვაგნერი და ბოლო 90 წლის პაციენტიც სწორედ ინსულინით დაასამარა. ოღონდ მან ერთი რამ ვერ გაითვალისწინა.რამდენიმე დღით ადრე ავსტრიის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი დადგენილების მიხედვით სტაციონარის პირობებში ავადმყოფისთვის ნემსის გაკეთების უფლება მხოლოდ დიპლომიან ექიმს შეეძლო.
თქვენ მას ინექცია გაუკეთეთ? აკითხა ვაგნერს მორიგე ექიმმა.
მედდამ ის აათვალ-ჩაათვალიერა. ის ახალგაზრდა და გამოუცდელი ჩანდა.
-არა, არანაირი ინექცია არ გამიკეთებია. განუცხადა მედდამ.
ექიმი დაეჭვდა, ყურადღებით დაათვალიერა გვამი და ნემსის ახალი ნაჩხვლეტი აღმოაჩინა. მან ამის შესახებ სამედიცინო დასკვნაშიც ჩაწერა და ისიც აღნიშნა რომ მედდამ ის მოატყუა. იმავე დღეს აღნიშნული დოკუმენტით ხელში საავადმყოფოს კონსულტანტი შოტცი ქალაქის პოლიციის შეფს ესტუმრა:
-ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი! ღმერთმა იცი რამდენი უდანაშაულო პაციენტი მოწამლეს და მომავალში კიდევ რამდენს გაწირავენ!
ვენის N!-მა პოლიციელმა სააწრაფოდ გააგზავნა "ლაინცში" მაძებართა ბრიგადა. ეჭვმიტანილი ქალბატონები დააკავეს და მათ პირველსავე დაკითხვაზე ოთხივემ აღიარა ჩადენილი დანაშაულობანი. იმ დღეებში ვენა მსოფლიოს საზოგადოების ყურადღებსი ცენტრში მოექცა. გახმაურებული პროცესი 1989 წლის ბოლოს დაიწყო და თითქმის 3 კვირა გაგრძელდა. 8 ადამიანისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ მედდებიდამნაშავედ ცნო 47 ადამიანსი მკვლელობაში!
როდესაც მოსამართლემ მკვლელებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ავსტრიელები აღშფოთებას ვერ მალავდნენ - ვაგნერის ბანდის სიკვდილით დასჟას მოითხოვდა საზოგადოებაც და პრესაც, მაგრამ ადგილობრივი კანონი ასეთ სასჯელს არ ითვალისწინებდა და როგორც ამბობენ, 47 ადამიანის მკვლელი მედდები ავსტრიის ერთ-ერთ კეთილმოწყობილ საპატიმროში ამჟამად არც თუ ისე ცუდად გრძნობენ თავს...

სურათზე - ირენ ლაიდოფი (მარცხნივ) და ვალტრაუდ ვაგნერი (მარჯვნივ) სასამართლო პროცესის მსვლელობისას...
P.S. მართალია საკმაოდ დიდი სტატიაა, მაგრამ ვისაც ნერვები ეყოფა ბოლომდე წასაკითხად... კარგი სტატიაა...