#9240524 · 16 Apr 2008, 20:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვინ შეუერთდება "მაესტროს" ამ დღეებში თუ კიდე გადაწყვიტეს აქციის მოწყობა?
ფაქტია რომ მარეგულირებელი არღვევს კანონს და არ აკეთებს მათი ლიცენზიის მოდიფიცირებას...
რადგანაც პატარა სტუდიაა უნდა დაჩაგრონ? * * * მარეგულირებელს არც ახალი ლიცენზიის გაცემაზე და არც ძველი ლიცენზიის მოდიფიცირებაზე უარის თქმის უფლება არ ჰქონდა... კანონი უკრძალავს ამას...
გარდა ამისა, მარეგულირებელს არც გაფრთხილების მიცემის უფლება ჰქონდა, იმიტომ რომ სანამ "მაესტრო" რამეს დაარღვევდა (მათი თქმით), მანამდე ეკუთვნოდა ლიცენზია, ასე რომ თუ ლიცენზია გეკუთვნის, ესეიგი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების კეთების უფლებაც გაქვს... და საერთოდ სადაო საკითხია თუ რამდენად იყო "მაესტროს" გადაცემები საზოგადოებრივ-პოლიტიკური... ის რომ "პროფესიით ჟურნალისტები" ადამიანებს უხსნიან რას ნიშნავს დემოკრატია და როგორ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები პოლიტიკური განაცხადია? რა თქმა უნდა არა... ეს არის სუფთა წყლის შ ე - მ ე - ც ნ ე - ბ ა !!!!!!!!!!!!
ხოლო, რაც შეეხება გადაცემა "გამოკითხვას", სათაურიდანაც კი გამომდინარეობს, რომ ეს არის უბრალოდ სოციოლოგიური კვლევა, სადაც წამყვანი აჯამებს ციფრებს...
გადაცემა "უკომენტაროდ" კი საერთოდ რა მოსატანია, სათაურივე გეუბნება უ კ ო მ ე ნ ტ ა რ ო დ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
|