flourishingხო და კიდევ, ერთი 80$-იანი წამალია სხვისი გაკრიტიკების სურვილის დასავიწყებლად, აი მაგალითად, შეხვედი გუდვილში (შენი პოსტიდან), შემთვევით აგერია სალაროსთან შენი სურსათი სხვისაში. მან ''პანიკა'' დაიწყო, ეგ ჩEმი არააო (ნუ სიტყვა პანიკაც შენი პოსტიდან,იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ სულაც არ აწევდა ასეთ ამბავს, უბრალოდ იტყოდა რომ ეს მისი არაა) და შენ იმის მაგივრად რომ გაგეცინოს, უთანაგრძნო (ან იმიტომ რომ ასეთი ''კრიჟანკია'', ან კიდევ იმიტომ რომ ადამიანს ფული არ გადმოსდის და არ უნდა სხვისი თანხის გადახდა, რადგან იცის რომ წამოღებული ფული არ ეყოფა ამისთვის), მოდიხარ სახლში, რთავ კომპიუტერს, შედიხარ ფორუმზე და ხსნი თემას მხოლოდ იმიტომ რომ ის ადამიანი აკრიტიკო... აბა საზოგადოებით უკმაყოფილოვ, შენ მოგწონს შენი საქციელი? როგორ გგონია შენ უკეთესი ხარ?
თუ კი, მაშინ მაჩვენე სადაა თემა: ''დღეს ერთი გოგო გუდვილში თავის საქონელს მტენიდა, მე რომ გადამეხადა ფული''... ან მსგავსი რამ...
ასე რომ ცხოვრება მშვენიერია და ყველა ადამიანი ძალიან კარგი... მთავარია დანახვა ვისწავლოთ ამისა... არ არსებობენ 100$-ით იდეალური და 100%-ით გადასაყრელი ადამიანები... და ის რომ არავინ არ მოგწონს მათი ბრალი სულაც არაა... ეს შენი პრობლემაა და უნდა დასძლიო... როგორ? პირველ რიგში ამპარტავნება დასძლიე და სანამ სხვაში დაიწყებ ცუდის ძებნას, საკუთარ თავს შეხედე ''სარკეში''... (გერგნობა არ მაქვს რა თქმა უნდა მხედველობაში, იმიტომაც ჩავსვი სიტყვა ''სარკე'' ბრჭყალებში)..
წარმატებები
პ.ს. არაფერი გეწყინოს გთხოვ, მე საწყენად არაფერი მითქვამს..