დარწმუნებული ვარ გაუგებრობა მოხდა ან ტექნიკური შეცდომა.
მეც წამიშლია შემთხვევით პოსტი.. სრულიად მოსალოდნელია მსგავსი რამ.
უბრალოდ ადექი და ახლიდან დაასახელე საკუთარი თავი თუ მართლა გინდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება

არავინ აპირებს ვინმე დაჩაგროს და წიხლი დააჭიროს. თუ ადმინისტრაციისთვის მიუღებელი იქნება კანდიდატურა ზედმეტი პრანჭვის და რევერანსების გარეშე ვიტყვით ასე და ამით მორჩება ამ თემაზე კამათი.
ცოტა ხომ არ ტეხავს აღასპერს რომ დაეცით და უსამართლოდ ათასი რამ აკადრეთ?

არავის დასაჩაგრად არ დაგვიდგენია რომ პოსტების ლიმიტი უნდა იყოს 500.
უბრალოდ შევთანხმდით რაღაც მისაღებ ციფრზე რომელიც წესით არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა არ უნდა ყოფილიყო.
რისთვისაა ეს ლიმიტი საჭირო? იმისთვის რომ კანდიდატი იყოს იუზერი რომელიც რეალურად იცნობს განყოფილებას და პოსტვის გამოცდილება აქვს აქ.
აღმოჩნდა რომ ზოგიერთი იუზერი, რომელიც მართლა კარგად იცნობს გამ განყოფილებას და ბევრი პოსტიც აქვს (ჰქონდა) აქ ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას ამა თუ იმ მიზეზის გამო. მიზეზები შეიძლება ზოგის აზრით აბსურდულიც იყოს, მაგრამ ფაქტი ფაქტია. არავის გადაუტანია ის თემები სილამაზე და მოდაში სპეციალურად იმისთვის რომ სვითის ვერ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში.
გამონაკლისების დაშვებაც არაა ადვილი რომ შედექით აღასპერს.
დავუშვათ და მიაღებინეთ მონაწილეობა ერთს, რა დააშავა მაშინ მეორემ? იქნებ მისი პოსტებიც რომელიმე თემას გადაყვა სხვა განყ-ში. მესამემ რაღა დააშავა? მეოთხემ? და ა.შ.
ასე რომ გვაცადეთ ცოტა ხანი.. გვაცადეთ © ვარლამ არავიძე

და მოვიფიქრებთ რამეს..
თუ დადგებით და ასე დაგვწყევლით, კორუფციაში და უდანაშაულო ჰუზერების დევნაში დაგვადანაშაულებთ, გულს გვატკენთ და შეურაცხყოფას მოგვაყენებთ ამით რამე გამოვა ვითომ?