ირაკლის გარეშე მოვიწყინე

ოდა ეხლა წავიკიტხე რომაო ეს გატახსირებულები ჩვენს იკაკოს 50 000 Gელას ძალავენ
ფუი, მოუნდათ ეხა ფულების შოვნა ჩვენი იკაკოს ხარჯზე

საქალაქო სასამართლო ირაკლი ლომაიას წინააღმდეგ "კვირის პალიტრისა" და ჟურნალისტ ხათუნა პაიჭაძის სარჩელის განხილვას იწყებს
14:28 08-10-2010
თბილისის საქალაქო სასამართლო ირაკლი ლომაიას წინააღმდეგ "კვირის პალიტრისა" და "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის, ხათუნა პაიჭაძის სარჩელის განხილვას რამდენიმე წუთში დაიწყებს.
სარჩელები ლომაიას წინააღმდეგ გაერთიანდა. "კვირის პალიტრა" და ხათუნა პაიჭაძე მიიჩნევენ, რომ მათ პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შეილახა. ისინი ლომაიასგან კომპენსაციის სახით 50 000 ლარს ითხოვენ.
"კვირის პალიტრის" და ხათუნა პაიჭაძის ინტერესებს ადვოკატი ზვიად კორძაძე წარმოადგენს, მოპასუხის ინტერესებს კი, ადვოკატი ინგა სეხნიაშვილი დაიცავს.
საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე ლევან გვარამია.
საქმე ეხება, დაახლოებით, სამი თვის წინ ტელეკომპანია "იმედით" გავრცელებულ აუდიოჩანაწერს; ლომაია ამტკიცებდა, რომ ჩანაწერში, თითქოსდა ხათუნა პაიჭაძე თანხას სძალავდა. "კვირის პალიტრა" კი მოხსენიებული იყო, როგორც ხალხის დამტერორებელი ორგანიზაცია.
"კვირის პალიტრამ" ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიუროში აუდიოჩანაწერის ფონოსკოპიური ექსპერტიზაც ჩაატარა; ჩანაწერში არსებული ხმა ხათუნა პაიჭაძის ხმის ნიმუშს არ დაემთხვა.