განსაკუთრებით ცუდი საყურებელია, როცა ამას პოლიტიკოსები აკეთებენ. თუმცა, პოლიტიკოსები ისე იქცევიან, რაზეც უმრავლესობას მოთხოვნა აქვს. დააკვირდით, ამ ბოლო დროს რესპუბლიკელებიც კი, ვინც, ამ თვალსაზრისით, ყველაზე "უმწიკვლოები" იყვნენ, აყვნენ ცდუნებას და თინა ხიდაშელი უკვე მერამდენედ უჩვენეს, ხან მამა გაბრიელის საფლავზე და ხან სამების საკათედრო ტაძარში.
ხალხის უმრავლესობამ იცის, რომ პოლიტიკოსები თვალთმაქცობენ, მაგრამ ამავდროულად ამავე ხალხის უმრავლესობამ ხომ ისიც იცის, რომ თავადაც თვალთმაქცობს? ეს ქცევის და აზროვნების ნორმაა ჩვენი...
P.S. ეს ჩემი პირველი პოსტია და მაპატიეთ, თუ რამე დაულაგებლად გამომივიდა