asikoასიკო, შენთან ვარ!

მეც დავამთავრე ეგ სკოლა (რუსთავის ქართული გიმნაზია), მართლა საუკეთესო იყო რუსთავში კი არადა მგონი თბილისის ფარგლებშიც.
იყო კარგი დისციპლინა, ორიენტირებული ანალიზის უნარის განვითარებაზე.
მოკლედ ბევრ კარგ რამეს ვუმადლი მაგ სკოლას... თვალნათლივ უმაღლესში ჩაბარების შემდეგ დავინახე ეს ყველაფერი: როცა ჩემს თბილისში "ნასტავლ" ჯგუფელს ჩარლზ დიკენსი კინორეჟისორი ეგონა და "ცისფერყანწელები" კიდე "ცისფერ ტრიოში" ერეოდა.

და კიდევ მისთანანი და უარესები.
ნანა კარგი ადამიანია, სკოლის კარგი დირექტორი იყო. არ ვიცი ევროპულ სკოლაში რა გააკეთა, მაგრამ რუსთავში რომ სწავლისთვის საუკეთესო პირობებს ქმნიდა, მე ვარ აგერ მაგის ცოცხალი მოწმე.
ახლა რაც შეეხება პროვინციალიზმს და გადაჭარბებულ პათეტიკას, ეგ საერთოდ ქართველ სკოლის მასწავლებელთა გავრცელებული სენია და გამონაკლისები არც ეს მასწავლებლები იყვნენ. მართალია ხშირად ეს ფაქტორები მე ნერვებს მიშლიდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ვხედავდი და ვამჩნევდი (ეგ უკვე ინდივიდუალურია და ოჯახზეა დამოკიდებული, მაგას ნანა ვეღარ უშველის). არა მგონია სხვა სკოლაში პროვინციალიზმს გავქცეოდი და თან კარგი განათლებაც მიმეღო.
რაც შეეხება იმას, რომ მოსიძემ ყველაფერი შეიფერა, საიდან დაასკვენით? ეგ ელემენტარული კულტურა და ზრდილობაა, როცა ადამიანებმა შენი პატივისცემის გულისთვის ამდენი ეცადეს ყველაფერი მაშინვე თავზე არ დაამწყრალო და ამ სახით ==>

არ იჯდე. რამდენადაც ნანა მოსიძის ხასიათი მახსოვს, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოს სადმე აუცილებლად შენიშვნას მისცემდა სკოლის ახლანდელ დირექტორს და მასწავლებლებს გადაჭარბებული პომპეზურობისთვის.
რაც შეეხება, მონურ ფსიქოლოგიას. ნუ გეშინიათ

ახლა ჩემს თავზე არ ვილაპარეკებ და აგერ ასიკოს შეხედეთ. ყველაზე არამონური და არაკონფორმისტული ხასიათი მან გამოამჟღავნა ამ თემაში. ამდენი "აღშფოთებულისა " და "გულარეულის" წინააღმდეგ ერთადერთმა გამოთქვა აზრი. ტაკ შტო, დამშვიდდით ნანა არაა ჩვენი მომავლის პირველი მტერი
სხვა რამეებზე ინერვიულეთ, ნუ მაგალითად პატრიოტთა ბანაკებზე, თუნდაც...
кино не будет, кинщик заболел...