რთულია, იმდენად, რამდენადაც რთულია ქართული მენტალიტეტი, მთელი თავისი ბიძაშვილ-მამიდაშვილობით, ჩახუტება-ჩაპროშნვით და "ამ ბიჭს ხელი არ ახლოთ, ჩემი კარის მეზობელია, მამამისს იმხელა პატივი აქვს ბიძაჩემისთვის ნაცემი, საუკუნე ვერ არმოვალთ მაგის ვალიდან"-ით...

ცოტა უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით,
დღეს თუნდაც 5-7 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, უკეთესი სიტუაციაა, თუმცა მხოლოდ შედარებით..
არიან ნორმალური კადრები, ნორმალური განათლებით, გამოცდილებით და რაც მთავარია აზროვნებით. თუმცა 100 კაციან ორგანიზაციაში, რომ მხოლოდ 10 კაცი აკეთებს საქმეს, ეს ძალიან ბევრ რამეზე მიუთითებს და ესეთი ორგანიზაციები, სამწუხაროდ, უამრავია...
და ყველაზე მთავარი პრობლემა, რასაც მე ვაწყდები უმაღლესი მენეჯმენტის მხრიდან(გენერალური დირექტორი, აღმასრულებელი დარექტორი და ა.შ.) ესაა გაუთვითცნობიერებლობა. ძირითადად ეს ეხება ჩვენთან ახლახანს შემოსულ და დამკვიდრებულ მიმართულებებს, როგორიცაა მარკეტინგი, პიარი, და ჩემი ტკივილი HR

ბოლო დროს ხშირად ვაწყდები შემთხვევებს, როდესაც მენეჯმენტს უნდა რაღაც აბსტრაქტული, მაგალითად შეფასებისა და მოტივაციის სისტემა 2 კვირაში

ან კარგი მარკეტინგული სტრატეგია(თავის განხორციელებიან-შედეგიანად) 1 კვირაში...
იციან, რომ ეს კარგია, ეს საჭიროა, მაგრამ არ იციან, რისთვის უნდათ, რა შედეგს მოუტანს, რა არის საჭირო ამისთვის... არ უნდათ არანაირი ფინანსური რესურსის გაღება, არანაირი ცვლილიება.. და ამავე დროს უხეშად ერევიან იმ პროცესებში, რომლის გონზეც არ არიან...
მე ძალიან იშვიათად მინახავს საქართველოში თავიდან ბოლომდე აწყობილი და გამართული სისტემა, თუნდაც ერთი რგოლი მაინც, ორგანიზაციაში და ვფიქრობ, რომ ეს იმის ბრალია, რაც ზემოთ ვთქვი და + არაპროფესიონალი კადრების...
კადრებთან დაკავშირებით კი ვიტყვი, რომ საქრთველოში ძალიან რთულია კარგი კადრის პოვნა. მოთხოვნა არის ნებისმიერ პოზიციაზე, დაწყებული მიმტანიდან, დამთავრებული ტოპ მენეჯმენტით, მაგრამ მოთხოვნა არის არა დაბალი და საშუალო კვილიფიკაციის კადრებზე, არამედ მაღალზე და მერწმუნეთ, კარგი მიმტანის და დამლაგებლის პოვნაც კი პრობლემაა დღეს თბილისში, არათუ კარგი მენეჯერის... (თუმცა ამ უკანასკნელს უფრო ადვილად იპოვნი, რამე რო იყოს

)