ეს თემა ახლა ვნახე და მაგარი გაკვირვებული ვარ. ძალიან კარგი ბავშვია და ყველაფერი, მაგრამ იუთუბზე დადებული ნომრების მიხედვით ეგ თუ არის ბრიტანეთში საუკეთესო ტალანტი და... როგორც მივხვდი ბრეიქდანსის სტილში ცეკვავს. Six-step ბრეიქდანსის first step-ია ასე რომ ამას დიდ წარმატებად ვერ ჩავუთვლი. ამას თუ არ ჩავთვლით მხოლოდ თავზე დატრიალება დავინახე. ერთადერთი "ფრიზის" გაკეთება ცადა (ჩემს შვილს ძინავს ახლა და არ მახსოვს ზუსტად რა ქვია იმ ფრიზს, მგონი ელ-ფრიზი) და ისიც ძალიან ცუდად გამოუვიდა. ანუ, თითქმის არცერთი რთული ელემენტი არ გაუკეთებია. პერფორმანსი კი ბატონო, კარგი იყო ნამდვილად, არც იატაკს უყურებდა, მიმიკაც კარგად დაყენებული ქონდა და საყვარელი ტიპიცაა. მაინც დარწმუნებული ვარ, ხმების ძალიან დიდი ნაწილი თავმდაბლობით და საყვარლობით მიიღო.
არ გამლანძღოთ ახლა, თუ არ დამეთანხმებით რა

შეიძლება სუბიექტური დედა ვარ, მაგრამ ჩემი 10 წლის B-girl-ი ბევრად უფრო რთულ და ლამაზ ილეთებს აკეთებს ჩემი აზრით.
პ.ს. ენდრიუ ჯონსტონი კი მართლა მაგარი იყო, მაგრამ ალბათ ქარიზმა აკლდა.
* * *
დილას ჩემმა შვილმა ყური ამიწია

შე გოიმო შენა, ეგ ბრეიქდანსი კი არა სთრითდანსია და საკმაოდ რთულიაო. ჰედ სპინის გარდა, ჰენდ და ბექსპინიც გააკეთაო, რეინბოუც ძალიან ძნელი გასაკეთებელიაო. მოკლედ, ვიყრი ნაცარს თავზე და ვიპარები ამ ტოპიკიდან
This post has been edited by Kaisa on 6 Jul 2008, 11:54