მე

დღეს რაც შენ გიყურე, ბოლოს მომინდა გამომეცხადებინე და ტაში დამეკრა.
Doloressშენ საერთოდ ვინ ხარ და რა ხარ, მე არ ვიცი რა

და საერთოდაც, დღეს ვინც იქ იყავით, ვინც ამ პატარების ბედნიერებაში მონაწილეობას იღებდით, ყველანი ხართ სასწაულად კარგი ხალხი, გინდა პადხალიმობაში ჩამითვალონ, ფეხებზე მკიდია. თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც უანგაროდ სიკეთის კეთების სურვილი ჯერ კიდევ შერჩენია და შეუძლია ადამიანებს ბედნიერება აჩუქოს. ბანალურად ჟღერს და გაცვეთილად, მაგრამ სამწუხაროდ იშვიათობაა.
მადლობა ხალხო იმისათვის, რომ დღეს ამდენი სითბო, სიყვარული და სიხარული გაეცით. ბრუნდება ეგ ყველაფერი უკან. და 10-ჯერ უფრო მაგრად.

ანიასტასია, მიწამდე გიხრი თავს და გეუბნები მადლობას იმისთვის, რასაც აკეთებ. ალბათ ერთ-ერთი მე ვარ, ვინც იცის რა დაგიჯდა წლევანდელი ზეიმის მოწყობა. მაგრამ მაინც ამოთხარე. და მაინც ყოველთვის ამოთხრი.
ვსო, მოვრჩი სენტიმენტალიზმს. წავედი დავიძინო

P.S. ისე ჩემი საყვირი ვინ წაიღო ნეტა?

აბა ძილინებისა საყვირის ხმით: პუ, პუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ!!!