არაფერს
* * *
ძალიან მიყვარს სახლი. ზოგადად სახლი. ანუ არ ვარ "მომთაბარე" კატეგორია. ჩემი სახლი(რომელიც არ მაქვს

) ჩემი ციხესიმაგრეა. ციხესიმაგრე კი არა, ბუდე

სახლში ყოფნაც მიყვარს, ოღონდ თუ ჩემს გემოზე ვარ და ტვინს არავინ მიბურღავს,
დალაგებაც მიყვარს, ოღონდ არა იმისთვის, რომ საღამოს ვინმე მოვიდეს და კარადზე თითი აუსვას და შეამოწმოს, გადავწმინდე თუ არა მტვერი,
საჭმლის გაკეთებაც მიყვარს ძაან, ოღონდ იმათთვის, ვისაც მინდა, რომ ვასიამოვნო და არა იმიტომ, რომ უიმე, სახლში საჭმელი უნდა იყოს.
ეხლა კი სახლში მხოლოდ ვბანაობ და მძინავს. საჭმელსაც არ ვჭამ. ვერ გავიხსენებ, სახლში როდის ვჭამე საჭმელი ბოლოს

დილით გავდივარ 9-ზე, ღამე მივდივარ 11-12-ზე და ვიძინებ.
შაბათ-კვირასაც გავდივარ სახლიდან, ვერ ვჩერდები. იმიტომ რომ არ ვარ კარგად იმ სახლში, სადაც ვარ.