#49437798 · 7 Dec 2016, 23:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გეტყვი ყველაფერს, მე აეროპორტში ვმუშაობ და ჩვენთან დავნერგეთ და მე მაგ ხარისხის სტანდარტის ბევრი სწავლება გავიარე, აუდიტორიც გავხდი ISO 9001-ის და შიდა აუდიტებს ვატარებ, პირველ რიგში თვითონ სერთიფიკატი კიარაა მთავარი, მთავარია რომ ხარისხის მართვის სისტემა აქვს კომპანიას, და თან ძალიან კარგი სისტემა იმიტომ რომ ეგ სტანდარტი მართლა ძალიან რთულად მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელია...
იაპონელებმა გამოიგონეს თავის დროზე ხარისხის მართვა, სწორედ მაგის წყალობით მიაღწიეს უმაღლეს ხარისხს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამოქაჩეს ეკონომიკა და მსოფლიო ლიდერები გახდნენ. მაგ სტანდარტით კომპანია ორიენტირებულია კლიენტზე, მათი მათხოვნები იცის მუდმივად უსმენს მათ შენიშვნებს მუდმივად იხვეწება, ყველას დაწვრილებით აქვთ გაწერილი უფლება მოვალეობები, მოკლედ კომპანია საათივით მუშაობს... ყველა დოკუმენტი წესრიგშიაქვთ, რომ მიხვიდე და გააჩერო ნებისმიერი მუშაც კი და კითხო აი მაგალითად ხანძრის დროს როგორ მოქმედებთ, ან ნებისმიერი რამ - ის გიპასუხებთ მის კომპეტენციის ფარგლებში.
ნებისმიერი შეუსაბამობა სტანდარტთან აღმოიფხვრება დადგენილ ვადებში მოხდება როგორც კორექცია ასევე პრევენცია, დარღვევებს მანამდე აღმოკვეთენ სნამ მოხდება და ასე შემდეგ
მოკლედ ძალიან მაგარი სტანდარტია, თუმცა ვიცი სამშენებლოებს 9001 ის ხარისხის სტანდარტის გარდა სპეციალური სამშენებლო სტანდარტის სერთიფიკატიც შეუძლიათ აიღონ ისიც ISO-სია და რათქმაუნდა კონკრეტულად მორგებულია სამშენებლოზე
|