აქ ცდები.
ეხლა რაშია საქმე, სითბო ვრცელდება 3 გზით
1) ინფრაწითელი გამოსხივებით;
2) მყარი სხეულების თბური გამტრობით;
3) კონვექციით.
ეხლა უყურე, თუ შენ სახლში მინის მიღმა აღწევს სითბო, მაშინ მოქმდებს პირველი ორიდან რომელიმე ან ორივე პრინციპი.
როცა ინფრაწითელი გამოსხივება აღწევს მინის მიღმა, შენს მიერ დახვედრილი "სარკისგან" აირეკლება (ნაწილობრივ!) და ასევე ნაწილობრივ გადის გარეთ.
ამ დროს გამოსხივების ნაწილი ათბობს თავად ამრეკლს და მინას იმიტომ რომ არცერთი არაა იდეალური გამტარი და ამრეკლი. შესაბამისად ეს სითბო ოთახში ვრცელდება უკვე კონვექციის გზით.
გამოსხივების რა ნაწილი რჩება მინის შიგნით, დამოკიდებულია მინის და ამრეკლის ხარიხსზე. მინის შემოწმება შეიძლება თუ გაქვს ორმაგი მინდა, უნდა ნახო რამდენად ცხელდება შიგნითა მინა.
ამას გარდა მინას აქვს თბური გამტარობა, ეს ნიშნავს რომ სითბო შემოდის გარედან პირდაპირ მინის საშუალებით. თუ გაქვს ორმაგი მინდა, მაშინ მცირეა თბოგამტარობა მარა მეტია ინფრაწითელი გამოსხივების შთანთქვა, ეს ნიშნავს რომ შემოსული გამოსხივება უკან მთლიანად არ გავა და მინაში სითბოდ გარდაიქმნება.
ამრეკლის ხარისხის შესამოწმებლად კი უნდა ნახო რამდენად თბება თავად ამრეკლი როცა მინის მიღმა დევს.
საერთოდ იდეალური იქნებოდა რომ იყოს ორმაგი მინა და გარე მინა არ იყოს ინფრაწითელი გამოსხივების გამტარი, ასეთი მინები ძალიან ძვირია. და ამასთანავე მერე ზამთარშია ცუდი როცა სითბო აღარ შემოდის. ნუ მანდ მთელი ისტორიებია, ბინაში არსებული სითბოს შენარჩნუნება, გარემოდან სითბოს დაკავება ან დაჭერა და ა.შ.
მოკლედ თუ შეგიძლია გარეთ დამაგება, ჯობია გარეთ დამაგრდეს ამრეკლი, ქარისგან დაცვა შეიძლება სკოჩით (პირდაპირ შუშაზე დააკრავ) მარა აი ესთეთიურად ნამდვილად არაა შედევრი

ამიტომ მე ჯერ ვიკავებ თავს გაკეთებისგან