ჩემთვისაც განსაკუთრებულია

ეს ლექსი იცი?
La marche de l'empereur
უზადო ფრინველო, უზადო ფრინველო,
მასწავლე შენი უცნობი ენა,
იქნებ მეც მითხრა თუ როგორ უნდა
ყოვლისმომცველი ყინვის დათმენა.
თეთრო ფრინველო, თეთრო ფრინველო,
როცა მზე ყინულს ნაზად აკოცებს,
გადატანილი ცივ ღამის შემდეგ,
მე შენი სითბო კვლავ გამაოცებს.
გარშემორტყმული ცივი ქარბუქით,
თავჩაქინდრული, მარტო, ეული,
ყინულის დიდ და მუდმივ ციხეში
მეც შენსავით ვარ გამომწყვდეული.
ავტორი გამოიცანი ვინ არის.