#10726892 · 11 Aug 2008, 02:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ ვიდეოზე რუსი ჯარისკაცები არიან... 1:01 წამზე რომ თავში აქვს გარტყმული ტყვია სხვა ვიდეოზეც ვნახე youtube-ზე და მანდ ამბობენ აი რას უშვრებიან ჩვენს მშვიდობისმყოფელებსო... სხვა კადრებიც... რეზერვში არ ხართ არცერთი ნამყოფი დავიჯერო? სპეცნაზი ნანახი არ გყავთ? შეხედეთ ქამრებს, ფორმების შეფერილობას და ნაჭერს, ჩექმებს,კასკებს... ჩვენები ნამდვილად არ არიან. დეზინფორმაციას ავრცელებენ სერიოზულ დონეზე და ჩემი თხოვნა იქნება რომ ტელეფონებით ნუ გადარეკავთ და ნუ მოსდებთ ქვეყანას როგორც კი გაიგებთ რომ "ვაიმე მოდიან ტიტვლები, მთვრალები და თან დანებით"-ო. ამით პანიკის დათესვას ხელს უწყობთ! ეგრევე ვრცელდება ეს ხალხში... დღეს ერთ-ერთმა რეზერვისტმა დარეკა სახლში და უფროსობა სად არის? ასე რატომ აგვრიეს? ვზივართ ტყეში სადღაცო და ზუსტად 5-15 წუთში გორის ტყეს დაარტეს ალბათ ნახეთ.... ასე რომ ტელეფონით მსგავი ინფორმაცია არ გადაამოწმოთ და არ ილაპარაკოთ!!! ჩასაფრებების ეშინიათ იმიტომ რომ ჩასაფრებულს ყოველთვის უპირატესობა აქვს მეძებართან შედარებით!!! რეზერვზეც ნუ პანიკიორობთ! შეცდომა დაუშვეს სამხედრო კომისარიატებმა! მათ არ ევალებოდათ რეზერვისტების გაგზავნა! უბრალოდ უნდა მიეთითებინათ თუ სად დგას მათი ნაწილი!!!! ამის მაგივრად კი რა მივიღეთ ხედავთ!!! ნუ გეშინიათ თუ საჭირო გახდებით თქვენი ბატალიონის მეთაური დაურეკავს მის ხელქვეითებს, ისინი თავიანთ ხელქვეითებს და ასე ხდება ბატალიონის შეკრება.
--------------------
Nec mortem effugere quisquam nec amorem potest...
|