#10729333 · 11 Aug 2008, 05:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს, რამდენიმე წუთის წინ. ღამის 3. 37 წუთზე თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოაგდეს სამი გამანადგურებელი ყუმბარა.
მე, საქართველოს შვილი, ქართველი დედა, რომლისთვისაც ძვირფასია ყოველი ქართველის სიცოცხლე, მოგმართავთ თითოეულ ქართველს და განსაკუთრებით კი ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ის დროა უკვე გონს მოვიდეთ რატომ უვლის რუსეთის ბომბდამშენი ავიაცია თბილისის დედაქალაქს და რატომ გვბომბავს.
ქართველებო, არ დაიჯეროთ რომ სააკაშვილს ქართველების სიცოცხლე ადარდებდეს. გაიხსენეთ 7 ნოემბერი. რისი გამკეთებელია, როცა კი მისი ტახტიდან ჩამოგდებას ვინმე ეცდება...
მე ამ სიტყვებით ჩემს თავს საშიშროებაში ვიგდებ, ორი შვილი მყავს და მაინც არ შემიძლია რომ არ ვთქვა... თუნდაც ეხლავე დამიჭირონ, ხმამაღლა ვიტყვი, რაც ჩვენ ვერ შევძელით იმას რუსეთი აკეთებს.
დატოვოს სააკაშვილმა თავისი სკამი და რუსეთიც თავს დაგვანებებს. ის დროა, როცა ოპოზიციამ ბოლოსდაბოლოს ისეთი ლიდერი უნდა გამოარჩიოს, რომელიც მისაღები იქნება რუსეთისთვისაც და ჩვენთვისაც...
აფხაზეთსაც დავიბრუნებთ და ოსეთსაც....
ღმერთი იყოს ჩვენკენ...
--------------------
"ძლიერი და ჭკვიანი მტერიც დასაფასებელია!!! ..."
|